• რეკლამა
  • კონტაქტი
16:46, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე, კოვიდგადატანილი ერთი მოქალაქე უმორჩილესად გთხოვთ!“ – ჟურნალისტი ია თინიკაშვილი გიორგი გახარიას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
15:40 12-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
118

ჟურნალისტი, ია თინიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართავს.

„ბატონო პრემიერო, მე ია თინიკაშვილი ვარ, ჟურნალისტი. კოვიდ 19-ის პანდემიამდე, მეც და ყველა ის ადამიანი, ვინც მიცნობს, თვლიდა, რომ ჩემსავით ჯანმრთელი და მყარი იმუნიტეტის მქონე ადამიანი იშვიათია, თუმცა, ეს – კორონავირუსამდე…

მთავრობისა და ჯანდაცვის ორგანიზაციების რეკომენდაციების რეგულარულად დაცვის მიუხედავად, ირგვლივმყოფების დაუდევრობის გამო, მაინც დავინფიცირდი – 14 ნოემბერს, პირველი სიმპტომის აღმოჩენისთანავე ჩატარებული ტესტი დადებითი აღმოჩნდა.

კოვიდსასტუმროსა და სტაციონარის მომსახურებით არ მისარგებლია. ვინაიდან, გარკვეული საველე მომზადება გავლილი მქონდა და საკუთარი თავისთვის ელემენტარული საექთნო დახმარების გაწევა შემეძლო, ექიმებთან კონსულტაციით, იზოლირებულ საცხოვრებელ სივრცეში მკურნალობა ვარჩიე. კოვიდი ორი კვირის შემდეგ წავიდა, ჩავთვალე – მშვიდობიანად, თუმცა, მეც შევცდი და მედიკოსებიც…

5 დეკემბრიდან ჩემს ორგანიზმში ისეთმა უცნაურმა ცვლილებებმა იჩინა თავი, რომ 14 დღე საავადმყოფოების სტაციონარში გავატარე და სამი (!) გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. სტაციონარი დავტოვე, მაგრამ წინ რეაბილიტაციის თითქმის ორი თვე მაქვს. მანამდე კი, მე დაბეჯითებით შემეძლო თქმა, რომ დავუშვათ, თქვენზე, ან უამრავ სხვა მოქალაქეზე ჯანმრთელი ვიყავი.

ბატონო გიორგი, მე, კოვიდგადატანილი ერთი მოქალაქე, რომელსაც ძალზე დიდი დრო დასჭირდება ამ მძიმე ორი კვირის და ტკივილების დასავიწყებლად, უმორჩილესად გთხოვთ, სადღესასწაულო დღეებშიც მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ამჟამად დადგენილი აკრძალვების დიდი ნაწილი.

ვისაც ეს უმძიმესი, აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი ვერაგი ვირუსი არ შეხებია, სამწუხაროდ, ბევრი ჯეროვნად კვლავ ვერ აცნობიერებს არსებულ საფრთხეებს და რისკებს.

ჩვენს ირგვლივ კოვიდით გარდაცვლილი 2 094 ადამიანის სულის პატივისცემის ნიშნად მაინც, ამ ერთხელ, ამ ერთ ახალ წელს, ნუ ვილხენთ და ნუ ვიქეიფებთ,“ – წერს ია თინიკაშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved