• რეკლამა
  • კონტაქტი
18:55, ორშაბათი, 2 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე კი ის მიკვირს, რომ ვინმეს რამე უკვირს…“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
18:36 11-02-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
61

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს:

„მე კი ის მიკვირს, რომ ვინმეს რამე უკვირს… ის, რომ ივანიშვილი არ აფინანსებდა ჩვენს პოლიციას, ჯარს, პარლამენტარებსა და სახელმწიფო მოხელეებს, ეს მრავალგზის მაქვს ადრეც ნათქვამი, მაგრამ მაშინ, ეტყობა, ბევრი არ მისმენდა.
იყო ერთადერთი მომენტი, სულ დასაწყისში, როცა ივანიშვილი შემხვდა და ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და მინისტრებისთვის ბინების ყიდვა შემომთავაზა, რაზეც ცივი უარი რომ მიიღო. ახლა კი წამართვა ჩემი ერთადერთი საქართველოში არსებული ბინა, კერძოდ, 75 კვ.მ სახლი ყვარელში.
მე ერთხელ მივმართე მას წერილით და ვთხოვე, დაეფინანსებინა ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ბათუმში. და რა ქნა მან? პირველი, რაც გააკეთა, დახურა ჩვენ მიერ ამერიკელების ფულით, ასევე სახელმწიფოსა და კახა ბენდუქიძის მონაწილეობით აშენებული უნივერსიტეტი ბათუმში (მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა ჩემი წერილობითი თხოვნა დააიგნორა) და კაზინოდ გადააკეთა.
მოგვატყუა ასევე ბათუმის დელფინარიუმთან დაკავშირებით, რომელიც უფასოდ გადავეცით, იმიტომ რომ წარმოადგინა ძალიან თანამედროვე და კარგი არქიტექტურული პროექტი თანამედროვე დელფინარიუმისა. სინამდვილეში კი იმ პროექტის ნაცვლად რაღაც იაფფასიანი ჯიხური ააშენა.
რატომ ვთხოვდი ხოლმე რაღაცებს? იმიტომ, რომ გულწრფელად მეგონა, რომ მას, როგორც ქართველს, სურდა ჩვენი ქვეყნის გალამაზება და აყვავება.
ჩვენ გვქონდა რუსეთში გამდიდრებული კახა ბენდუქიძის მაგალითი, რომელმაც მთელი თავისი ფული თავის ქვეყანას მოახმარა და სანაცვლოდ კაპიკი არ წაუღია.
რა ვიცი, მე ყველას საკუთარი საზომით ვუდგები და ყოველთვის მჯეროდა ადამიანების კარგი საწყისისა.
ერთადერთი, რასაც ივანიშვილი უხვად აფინანსებდა, იყო ყოფილი საბჭოთა ინტელიგენციის – რობიკო სტურუას, ქეთი დოლიძის, როინ მეტრეველისა და სხვათა ხელფასები, რომლებიც შემდეგ აქტიურად გამოიყენა პატრიოტულ მთავრობასთან საბრძოლველად. ეს ქველმოქმედება კი არა, ჩვეულებრივი მოსყიდვა იყო.
ჭორვილაში მოსახლეობისთვის სახურავების გამოცვლაც მხოლოდ მისი პირადი ინტერესებიდან გამომდინარეობდა, რადგან სახლები ძველი ტალღოვანი შიფერით იყო გადახურული, რომელიც აზბესტს შეიცავდა და მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდა.
ახლა, როცა ბათუმში მოსმენებზე გაირკვა, რამდენი სიკეთე გაუკეთებია ნაციონალურ მოძრაობას, ამას ვეღარ უარყოფენ და დაიწყეს ლაპარაკი, ვითომ ყველაფერ კარგს ივანიშვილი აკეთებინებდა, რაც აბსოლუტური სიცრუეა.
კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო მათთვის, ვინც აქამდე ვერ გაიგო: ივანიშვილი ჩამოვიდა, მოქალაქეობა აიღო და სასახლე შევარდნაძის დროს აიშენა, მე კი ის როგორც მოცემულობა დამხვდა“
თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:33 11-02-2026
თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სასკოლო ფორმების შეძენაზე 100%-მდე ქეშბექს სთავაზობს

15:58 11-02-2026
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
ახალი ამბები

ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა

15:37 11-02-2026
თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით
ახალი ამბები

თიბისი განაწილება უკვე 6 თვეზე – ეფექტური 0%-ით

13:26 11-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved