• რეკლამა
  • კონტაქტი
06:10, სამშაბათი, 1 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მე კალაძისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიმიცია და ვინც აირჩია, იმათ მოსთხოვონ პასუხიო“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
18:03 10-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
535

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

– ლაშა, ვის დანაშაულს ხედავ ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაში, რომელსაც 13 წლის ბავშვის სიცოცხლე შეეწირა და როგორ უნდა მოიქცეს თბილისის მერი, კახი კალაძე – უნდა გადადგეს თუ არა?

– უპირველესად, თანავუგრძნობ დაღუპული მარიტა მეფარიშვილის ოჯახს და ახლობლებს! კახი კალაძე ისე მოიქცევა, როგორც ყველა ჩვეულებრივი ბანდიტი,  ყაჩაღი და  ნამუსგარეცხილი ადამინი. რა თქმა უნდა,  შეეცდება,  მაქსიმალურად სხვას გადააბრალოს მომხდარი, ვინმეს დაბალ ღობეს მოძებნის, მეისრეს და მას დასჯიან. შემსრულებლებს დაიჭერენ, იმათაც მოკლე ვადით გაუშვებენ ციხეში, ეს არის მაქსიმუმი, რასაც გაკეთებენ. ასე ხდება ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში. ეს არის რეალისტური სცენარი. ოპტიმისტური სცენარია, რომ საზოგადოებამ მოითხოვოს კალაძის გადადგომაც,  ყველა დამნაშავის დასჯაც, რომ ჩვენი და სხვისი  შვილები არ აღმოჩნდნენ იმ ბავშვის ადგილას. სულ მცირე, კალაძე უნდა გადადგეს და მერიის  გამწვანების სამსახურის უფროსი უნდა დაიჭირონ, რა თქმა უნდა, შემსრულებლებთან ერთად, „გრინსერვის+“-ს ვგულისხმობ. რაც ინფორმცია გავრცელდა,  მერიის გამწვანების სამსახურმა ჩაიბარა ვაკის პარკის რეაბილიტაციის დასრულებული პროექტი. საერთოდ, ეს სამსახური იბარებს პარკების მოწყობის, რეაბილიტაციისა თუ პარკებში ჩატარებულ სხვა სამუშაოებს.  კახი  კალაძე ლამაზი თვალების გამო არ სწყალობს მუდმივად  „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელებს და მრავლმილიონიან ტენდერებს ტყუილად არ აძლევს. ცხადია, სავარაუდოდ, „ატკატების“ სახით კალაძეს და მერიის სხვა ჩინოვნიკებს ეს კომპანია უკან უბრუნებს სატენდერო თანხის ნაწილს და ამაზე დიდი ხანია, წლებია ჩვენი მედია ლაპარაკობს და წერს, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. ეს თუ დადასტურდა, კალაძე უნდა დაისაჯოს. თუმცა, საბოლოოდ, ეს გამოძიებამ უნდა დადგინოს. ეს კი  სამომავლო საქმეა, მაგრამ თუ საზოგადოება აქტიური იქნება, უნდა მიაღწიოს იმდენს, რომ კალაძე გადადგეს და გამწვანების სამსახურის უფროსი ჩასვან ციხეში. ეს არის პროგრამა – მინიმუმი, რომელსაც ნორმალური საზოგადოება, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, მნიშვნელობა არ აქვს ამას, მოითხოვდა და მიაღწევდა კიდეც თავისას. უახლოესი დღეები გვაჩვენებს ყველაფერს. ჩვენს ხელშია ყველაფერი. მართალია, ეს ხალისუფლება, თბილისის მერი კახი კალაძე მთელ ჩვენს საზოგადოებას არ აურჩევია, მაგრამ როდესაც არ სთხოვ  მკვლელ ხელისუფლებას,  დამნაშავე ხელისუფლებას პასუხს, ადექვატურ რეაგირებას და დიდხანს დაისვამ თავზე, შენც თანამონაწილე ხდები შენი უმოქმედობით და ვინც მხარს უჭერს, ის კიდე მისი მოქმედებით. მე კალაძისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ ხმა არ მიმიცია,  არჩევნებზე სახლში ვიჯექი და ვინც აირჩია, იმათ მოსთხოვონ პასუხი, ეს პოზიცია ამ შემთხვევაში, ვიმეორებ, უკვე დანაშაულის თანამონაწილეობაა.  საქმე ჩვენი შვილების სიცოცხლეს ეხება და არა რაღაც  ბანალურ, ყოფით  ინფრასტრუქტურულ საკითხს, რომელიც, ვთქვათ,  თბილისის მერიამ ვერ მოაგვარა სათანადოდ თუ უხარისხოდ გააკეთა.

– კახი კალაძის გადადგომის მოთხოვნით უკვე საპროტესტო აქციები იმართება.  საზოგადოება გაიტანს თავისას?

– რა გითხრათ, იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც იქნება საზოგადოება ადექვატური და ბოლომდე პრინციპული, თუმცა, თავს ვერ დავდებ. ყველაფერი ჩვენს ხელშია. თუ მოვინდომებთ, შეგვიძლია კალაძის გადაყენებაც, საშუალო რანგის დამნაშავეთა დასჯის მიღწევაც ამ რეჟიმის პირობებშიც კი. თუმცა, საბოლოო მიზანი, რომ ერთპარტიული მმართველობის დასრულებაა, ეს ორჯერ ორი ოთხია. ეს თუ არ გავაკეთეთ,  ასეთი თუ სხვა ტიპის ტრაგედიები არ შეწყდება.  ჩვენ, ჩვენი შვილები  დაცულები არ ვართ არსად – არც პარკში, არც შადრევანში, არც ლიფტში, არც სადარბაზოში, არც ქუჩაში, არც ვერტმფრენში, არც აეროპორტში, არც მეტროში… სად  ჭერი დაგვეცემა თვზე, სად აგური და სად სადენი მოგვკლვს, არავინ იცის. ეს იმიტომ, რომ სრულიად მოშლილია ყველანაირი უსფრთხოების  სისტემა, აბსოლუტურად  ყველა სფეროში და ევროკავშირის კი არა, საბჭოთა სტანდარტეზე დაბლა ვართ სოციალური და ყოფითი უსაფრთხოების კუთხით. კი, საბჭოთა კავშირზე უარეს რეალობაში ვცხოვრობთ. 30 წელზე მეტი გავიდა, რაც ეს  ქვეყანა დამოუკიდებელია და უკან-უკან მივდივართ. ივანიშვილის რეჟიმმა ყველა ხელისუფლებას ერთად გაასწრო კორუფციის მასშტაბებით. კორუფცია  კლავს!  კლავს მყისიერად და ეს დღეს ვნახეთ. კორუფცია კლავს დროში გაწელილად -შიმშილით, გარემოს დაბინძურებით, სოციალური პირობების მოსპობით. უბრლოდ, ამ ყველაფრით დახოცილი ხალხი არ ჩანს. თუმცა, გაცილებით მეტი მხსვერპლია. მოკლედ, რაც მოხდა, იმ ამბავში მინიმუმ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა კალაძეზეა და კარგი გამოძიების პირობებში სამარათლებრივიც. რაც შეეხებათ საშუალო დონის დამკვეთ-შემსრულებლებს, გამწვანების სამსხურის უფროსია დასაჭერი და ავადსახენებელი „გრინსერვის+“-ის ხელმძღვანელები.

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025

ბიზნესი

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა
ახალი ამბები

თიბისიმ მდგრადი განვითარების მიმართულებით მთავარი მიღწევები წარადგინა

18:14 06-30-2025
ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში
ახალი ამბები

ფრინველთა ხმებით სავსე სიმშვიდე – „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ლევან ქობალიას ფოტოობიექტივში

18:06 06-30-2025
თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესდაჯილდოების დასკვნითი ღონისძიება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდება

14:40 06-30-2025
ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი
ახალი ამბები

ახალგაზრდა ბორჯღალოსნები იტალიაში გაემგზავრნენ – მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი იწყება – თიბისი

15:06 06-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved