• რეკლამა
  • კონტაქტი
06:08, პარასკევი, 2 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე გმირი არ ვარ… მწერლის გარდა, უმაღლესი საჯარო მოხელე ვარ და…” – კეკელიძე

ალია ავტორი - ალია
13:48 03-08-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
870

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე:

“მე გმირი არ ვარ. ახლოსაც არ ჩამივლია გმირობასთან. მე ვარ კაცი, რომელიც საკუთარ საქმეებს აკეთებს, მგონია რომ ეს საქმეები ქვეყნისაცაა და რაღაც კვალს ტოვებს. მე გმირი არ ვარ. მხოლოდ მაშინ გამოვხატავ პოლიტიკურ პოზიციას, როცა ვხვდები, რომ ქვეყანას შეიძლება გამოუსწორებელი ზარალი შეემთხვეს. და ბევრჯერ, ჩემი მცდარი აზრით უმნიშვნელოზე, მცდარდვე დავდუმებულვარ. მაგრამ გადამიდგამს ისეთი ნაბიჯებიც, რომელსაც ალბათ ბევრი ვერ შეძლებდა და ამით ვამაყობ. არასდროს მიქია საჯაროდ არცერთი ხელისუფალი და პარტია, პირიქით – კი. უმადური არ ვყოფილვარ – ახლაც მადლობას ვეტყვი პარლამენტის თავმჯდომარეს იმისთვის, რომ უმძიმესი წელიწადიანი დეპრესია არ შეუმჩნევია და წუთითაც არ მიუთითებია ჩემთვის თანამდებობის დატოვებისკენ. არც სასულიერო პირების კალთებს ამოვფარებივარ ფარისევლურად პერსონალურად ურთულ დროს, მიუხედავად იმისა რომ ჩემი გამზრდელი მამიდაშვილი მოძღვარია და სხვა აზრითაც იოლად შემეძლო ეს. როცა საჭირო იყო, შეცდომაზე უფრო დიდი ბოდიშიც მომიხდია და ტალახიც ამიტანია – ხან სრულიად დაუმსახურებელი და უსაფუძვლო, ხან დამსახურებული და სწორი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ სხვა ადამიანები გავამხნევო, ისინიც ვისაც ეშინია რაღაცის დაკარგვის – ასე გაცილებით მეტი და მნიშვნელოვანი იკარგება – ღირსება და თავისუფლება. გავამხნევო ისინიც, ვინც ჯიუტდება საკუთარი გადაწყვეტილებებისას და უკან არ იხევს.
უკანასკნელ ერთ კვირაში, საკუთარ თავთან ბევრი ბრძოლის გადატანა მომიხდა:
მწერლის გარდა, უმაღლესი საჯარო მოხელე ვარ და ნებისმიერი ნაბიჯი სხვაგვარი დაკვირვების ქვეშაა.
ჯერაც ვებრძვი პოსტრესულ შფოთვებს და ზუსტად ვიცოდი, მხოლოდ იმიტომ რომ საქართველო ევროპაა და სხვა არჩევანი არ გამოვა, სუიციდის მცდელობასაც შემახსებდნენ და სხვა დანარჩენსაც.
ვხედავდი ზოგიერთ ადამიანსაც, სრულიად უგვანს და უმადურს, უსაქციელოს და უსაქმურს, რაღაც ჯგუფების მიკუთვნებულობისთვის ყველაფერზე წამსვლებებს, თუ როგორ აფრიალებდნენ ჩემნაირ დროშებს, მაგრამ მაინც აქ ვდგავარ.
რადგან მგონია, რომ სამშობლოს ახლა ასე ჭირდება. აუცილებლად ჭირდება. ვგრძნობ მტერი ხარობს და მოყვარე დარდობს, ვგრძნობ და სხვა უფლება არც მაქვს.”
თეგები: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved