• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე გეტყვით, ზუსტად, ამ წუთას რას ითვლის ბატონი ივანიშვილი” – თინა ხიდაშელი

ალია ავტორი - ალია
20:25 10-09-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
750

პოლიტიკოსი, თინა ხიდაშელი, “ტვ პირველთან”, ოცნებიდან ე.წ. გამოყოფილებზე და ხალხის ძალაზე, ივანიშვილზე და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საუბრისას, ამბობს:

ზუსტად მაგ უცნაურობაში დევს გასაღები იმისა, რატომ გვეუბნებიან, რომ აი, ჩვენ ხომ აღარ ვართ… ის, რომ ერთი პარტია აღარ არის საპარლამენტო უმრავლესობა, ეს არ არის პირველი შემთხვევა. გვქონდა ასეთი შემთხვევა 2004 წელს და 2012–2016 წლების პარლამენტში. დღეს აქვთ მცდელობა, დაახლოებით რაღაცა ესეთი წარმოგვიჩინონ. ნახეთ, მთავარი სხვაობა რა არის, თუ ჩვენ სხვადასხვა პარტიები ვართ და ჩემი ხმების გარეშე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ვეღარ მიიღება, პოლიტიკის ანა–ბანაა, ჩვენ ვხვდებით თანაბარი პარტნიორები, მიუხედავად რაოდენობისა, რას ნიშნავს თანაბარი პარტნიორები? – მთავრობაში წარმომადგენლები გვყავს. გახსენდებათ ასეთი რამე? სულ არ გამოვრიცხავ რომელიმე ბნელი ამ ჯგუფიდან მთავრობაში დანიშნონ, მაგრამ ამ წუთის მდგომარეობით, მათ შორის კოალიციური შეთანხმებები არ შემდგარა, იმიტომ, რომ ეს ხალხი სინამდვილეში არსად წასულა.

მე გეტყვით, ზუსტად, ამ წუთას რას ითვლის ბატონი ივანიშვილი. ბატონი ივანიშვილის გათვლა არის ძალიან მარტივი და ეფუძნება დღევანდელ მდგომარეობას, ხვალ და ზეგ რაც იქნება იმის მიხედვით შეცვლის ამ კონფიგურაციას და მარტივად მოიშორებს ამ ადამიანებს, თუ ამის საჭიროება დადგა. ორ მთავარ ამოცანას ემსახურება – პირველი, ელექტორატულად, დღევანდელი მოცემულობით, ხაზს ვუსვამ ამას, საქართველოში არის 5 პროცენტიანი ბარიერი და დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს საქართველოში, პარლამენტში შევა მხოლოდ 2 პოლიტიკური ძალა, ყოფილი და მოქმედი ხელისუფლებები და მათ შორის რაიმე საგნობრივი გადაწყვეტილებაუნარიანი თანამშრომლობა წარმოუდგენელია. ამიტომ ბატონ ივანიშვილს სჭირდება პარლამენტში ოპოზიცია, რომელთანაც ითანამშრომლოებს და შექმნის დემოკრატიული ოპოზიციური ძალის ილუზიას.

დღევანდელი მოცემულობით, ეს ძალაა, რომელმაც უნდა ითამაშოს სუპერ მარჯვენა მხარეს, ძალიან ახლოს ფაშიზმის, ნაციზმის ხაზზე უნდა იაროს, უნდა ლანძღოს და აგინოს დასავლეთს, უნდა ილაპარაკოს ღირებულებებზე რომელიც საბჭოურია და არაფერი საერთო სხვა არაფერთან აქვს და მკვეთრად გამოხატულ პრორურსულ ორბიტაზე, საბჭოთა ნოსტალგიის მქონე ამომრჩეველზე იმოქმედოს. იმედი აქვს ეს მხარე საკმარისად შემძლეა მიიღოს იმდენი ხმა, რომ ცოტა წახმარებით ბარიერს გადალახავს. რეალისტურია ეს ამოცანა. თუ დავაჯამებთ მანამდე ასეტი ტიპის პარტიების ხმებს, ბარიერისთვის არასოდეს იყო საკმარისი, მაგრამ მათ არ ჰქონდათ სახელისუფლებო დახმარება, სახელისუფლებო დახმარების პირობებში, ისინი ბარიერს გადალახავდნენ. დღეს ეს არის მოცემულობა, მას სჭირდება მესამე ძალა პარლამენტში, 5 პროცენტიანი ბარიერის პირობებში, რომელიც დემოკრატიის და მოთანამშრომლე პარტიის იმიჯს შეუნარჩუნებს. ხვალ, ეს რეალობა აღარ იქნება და ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ იქნება და დამარცხებული რუსეთის კვალობაზე სრულიად გაქრება ეს ნარატივი, არამხოლოდ საქართველოში, მთელ დედამიწაზე. ივანიშვილი რაციონალური ადამიანია მისი გაგებით და მისი გაგებით რაციონალიზმში დღევანდელით ითვლის, დღეს რა მოცემულობაცა გვაქვს, ამ მოცემულობით ითვლის. ხვალ მოცემულობა თუ შეიცვლება, სხვა ვითარებას შექმნის ჰგონია და იმით იქნება გამარჯვებული.

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილითინა ხიდაშელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved