ანთროპოლოგი, ლევან შენგელია, სოციალურ ქსელში, წერს:
მე გეტყვით, სად არის ამ მარაზმის სათავე!
ჯერ გაჩნდა ფრაზა: “მიმართეთ პრესცენტრს”. მერე და მერე უკვე დაბალი და საშუალო რანგის ჩინოვნიკებმა აიტაცეს “კომენტარს არ ვაკეთებ!”, ბოლოს მინისტრები და პარლამენტარები არათუ პასუხს არ იძლევიან, არამედ ილანძღებიან კიდეც – “არ გიპასუხებ, იმიტომ რომ შენ ხარ (მაგალითად) პროვოკატორი!”ეს ყველაფერი მოდის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ( და მხოლოდ ამ ხელისუფლებისგან არ დაწყებულა ეს – სიმართლე უნდა ვთქვათ!)ეს ყველაფერი გამომდინარეობს სრულიად მცდარი და ანტიადამიანური შეხედულებისგან, რომ, საერთოდ, ადამიანი სულელია, რომ ადამიანის ნდობა არ შეიძლება, რომ ადამიანი ან არასწორად უპასუხებს, ან შეგნებულად არასწორად უპასუხებს! ამიტომ, ადამიანს არ უნდა ენდო! შესაბამისად, მას უნდა აუკრძალო აზრის გამოთქმა და, იდეალურ შემთხვევაში, ფიქრის უფლებაც კი! ამას ითხოვს ტოტალურ კონტროლზე დამყარებული “სტაბილურობის” ლოგიკა.ახლა იქამდე მივედით – უნდა მივცეთ თუ არა უფლება თვით პრეზიდენტს თავისუფლად გამოთქვას აზრი, დაელაპარაკოს კოლეგას და ასე შემდეგ.ასეა, ყველა ერთი შეხედვით კეთილგონივრული კონტროლის მექანიზმი, ზომიერების დაკარგვის შემთხვევაში სასაცილო აბსურდად იქცევა ხოლმე.
კომენტარები