ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„მე გეტყვით, რატომ თქვა ღარიბაშვილმა ის, რაც თქვა.
ბათუმის გუშინდელი არჩევნების მერე, სადაც “ოცნების” კანდიდატმა ოპოზიციის კანდიდატს 40 პროცენტიანი სხვაობით მოუგო, მან ჩათვალა, რომ ეს შედეგი სწორედ უკრიანის ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციის გამო დადგა. შესაბამისად, ოპოზიციის ასეთი მარცხის მიზეზიც ნაცების პოზიციაა იმავე თემაზე. ანუ ღარიბაშვილმა ჩათვალა, რომ მათ პოლიტიკას და პოზიციას საზოგადოებაში აქვს დიდი მხარდაჭერა, ხოლო ოპოზციისას – არა, რომ ქართველების უმეტესობა მათსავით ფიქრობს და უფრო მიაწვა თავდაპირველ ჩვენებას.“
კომენტარები