• რეკლამა
  • კონტაქტი
07:31, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე გეტყვით, ივანიშვილს რა გეგმა ქონდა… ვერ გათვალა, რომ რევოლუცია საჭირო სულაც არ გახდებოდა”– მერაბ მეტრეველი

ალია ავტორი - ალია
17:45 10-20-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27,501

ჟურნალისტი, მერამ მეტრეველი:

მე გეტყვით, ივანიშვილს თავიდან რა გეგმა ქონდა და მერე რა დაემართა:
რაღაც დროს, რაღაც მიზეზებით (ეს მიზეზები რამდენად სერიოზული იყო, ცალკე თემაა) ტიპს გაუჩნდა რწმენა, რომ დასავლეთს ყველანაირი მეთოდით მისი დამხობა ქონდა გადაწყვეტილი და იფიქრა: მე რომც სუფთად მოვიგო არჩევნები (და ამის შანსი რუსული კანონის შემობრუნენამდე ნამდვილად ქონდა), დასავლეთი მისი დაფინანსებული ენჯეოების და ოპოზიციის ხელით სიტუაციას მაინც ამიყირავებს, შედეგებს არ აღიარებენ და რევოლიციას მომიწყობენ, ამიტომ რაღაც პრევენციულ ზომებს უნდა მივმართოო.
პირველი პრევენციული ზომა უნდა ყოფილიყო დასავლეთიდან დაფინანსებული ენჯეობის ნეიტრალიზება, რადგან ისინი აკვირდებიან ძირითადად არჩევნებს და მათ დასკვნებს ეყრდნობიან მერე დასავლეთის ქვეყნები. ამისთვის რაც გააკეთა, უკვე ყველამ ვიცით, “რუსული კანონი” შემოაბრუნა.
ამ კანონის შემობრუნებას მეორე მიზანიც ქონდა: როგორც თავად მოგვახსენა 29 აპრილის აქციაზე, სპეციალურუდ შემოვაბრუნეთ გაზაფხულზე, რომ საპროტესტო ენერგია ახლა დაცლილიყო, ეს ხალხი დაღლილყო და შემოდგომისთვის მუხტი აღარ ყოფილიყოო.
მის მიერ ნათქვამ სიტყვა “დაღლაში” ბუნებრივია, ფიზიკური დაღლა არ იგულისხმება. აქციებიზე სიარულით ისეთი რა უნდა დაიღლაო, რომ ხუთი თვის მერეც ძალები ვერ აღიგინო? აქ მორალურ დაღლაზეა საუბარია ანუ იმედგაცრურბაზე.
ბიძინას გათვლა მარტივი იყო: გაზაფხულზე რომ ამდენი დღე, ამდენი ადამიანი ქუჩაში იდგება და ვერაფერს მიაღწევენ, კანონს შარშანდელივით ვერ გაგვატანინებენ და მაინც მივიღებთ, ოპოზციურად განყობილ ადამიანებს ნიჰილიზმი დაეუფლებათ, მიხვდებიან, რომ ჩვენთან ქუჩიდან ვერაფერს გახდებიან და შემოდგომაზე ენჯეობის დ ოპოზიციის დაძახებულზე არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მათი ნახევარიც აღარ გამოვა და დასავლეთის გეგმაც ჩავარდებაო.
ამ ყველაფრის პარალელურად ბიძინას გეგმით, ხალხის თვალში დასავლეთის ავტოროტეტის შერყევის ოპერაციაც უნდა წარმართულიყო. სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიას, სამთავრობო ექსპერტებს, “ხალხის ძალას” და შიგადაშიგ “ქართული ოცნების” წევრებსაც უნდა ექადაგათ დასავლეთიდან მონდინარე საფრთხეების შესახებ – ომში გვითრევენ, გვაპიდარასტებენ, “გლობალურ ომის პარტიას” ჩვენი ქვეყნის დამონება უნდა და ა.შ.
მოკლედ, ხალხის თვალში დასავლეთის გაშავება უნდა მოხმდარიყო, რაც მათ ავტორიტეტს შეარყევდა და მერე ავტორეტეტშერყეული დასავლეთი არჩევნების შედეგებს თუ არ აღიარებდა, ხალხზე ამას დიდი გვლენა არ ექნებოდა. ეს კიდევ ერთი მიზეზი იქნებოდა, რაც შემოდგომაზე საპროტესტო აქციებზე ცოტა ადამიანის გამოსვლას უზრუნველყოფდა.
ბიძინა ივანიშვილს, მისი გადმოსახედიდან ყველაფერი კარგად ქონდა გათვილი. იმავე 29 აპრილის აქციაზე მომხრეებს უთხრა, ნუ ნერვიულობთ, აქამდე ასეთ გათვლებში არ შევმცდარვარო.
სინამდვილეში კი მწარედ შეცდა.
ის არჩვნების მეორე დღეზე და რევოლუციის პრევენციაზე ფიქრობდა, რევოლუციის პრევენციისთვის მოფიქრებულმა და გადადგმულმა ამ ნაბიჯებმა კი არჩევნები წააგებინა.
“რუსული კანონის” და დასავლეთთან გაფუჭებული ურთიერთობის გამო საქმე რევოლუციამდე სულაც აღარ მივა, მანამდე დასრულდება.
ეს ვერ გათვალა ივანიშვილმა. მან ვერ გათვალა, რომ ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხე ხალხს ისე გააბრაზებდა, რომ რევოლუცია საჭირო სულაც არ გახდებოდა.
P.S. ვიცი, ქოცები რასაც დამიწერთ, რატომ ხარ დარწმუნებული, რომ არჩევნებს აგებსო. ამ ყველაფრის მერე თუ არ წააგო, მართლა რუსეთში ყოფილა ჩვენი ადგილი, მე კი დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაშია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved