• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, პარასკევი, 28 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე დღეს მხარს ვუჭერ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების სულისკვეთებას და ვამბობ: თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!” – ზურაბ გურული

ალია ავტორი - ალია
20:26 10-14-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
26

ამერიკაში მცხოვრები ექიმი, ზურაბ გურული:

“კონტექსტის არასწორად აღქმა ბიბლიას პრიმიტიული იგავების კრებულად აქცევს, სწორად აღქმა კი ადამიანის ქვეცნობიერის აღწერის უნივერსალურ სახელმძღვანელოდ. თუ ფაქტის ობიექტურად შეფასებას აპირებთ, კონტექსტი არ დაგავიწყდეთ არცერთ შემთხვევაში.

მაგალითად, უაზრობაა სისტემის შეცდომის გამო უდანაშაულოდ დასჯილ ადამიანს ესაუბრო ამ სისტემის სიკეთეებზე. ნუ მოცდებით. კონტექსტის სწორად აღქმაა ისიც, რომ ასეთ ადამიანს არ უნდა ეკამათოთ.

მხოლოდ განსაკუთრებული ინტელექტის ადამიანებს შეუძლიათ ობიექტურის სასარგებლოდ სუბიექტურის დათმობა.

შესაბამისად, ვისაც 2003 წლამდელი საქართველოს რეალობის კონტექსტის სწორად აღქმა შეუძლია და 2003-2012 წლებში ხიფათს არ გადაჰყრია ფორსირებული აღმშენებლობის პირობებში, იმას პრობლემა არ აქვს, ობიექტურად შეაფასოს რამხელა ნახტომი გააკეთა საქართველომ „იმ 9 წელში“ და რამხელა ნეხვში ამოყო თავი ქვეყანამ 2012 წლის ოქტომბერში.

კოვიდ-პანდემიასთან რომ გავაკეთოთ პარალელი, აბსოლუტური უაზრობაა ეკამათო იმ ადამიანს ვაქცინის უსაფრთხოებაზე, რომელიც მილიონში სწორედ ის ერთი აღმოჩნდა, ვისაც საშიში გართულება განუვითარდა. მაგრამ ვაქცინაცია ამ მიზეზის გამო არავის მიუჩნევია ასაკრძალად და საშიშად. პირიქით.

ის ადამიანები, რომლებიც სუბიექტური მიზეზების არქონის მიუხედავად უარყოფენ ობიექტურობას, არიან ფარისეველები; ხოლო ისინი, ვისაც ასევე სუბიექტური მიზეზების არქონის მიუხედავად კონტექსტის აღქმა არ შეუძლიათ, ბრიყვები.

თუ ქართული საზოგადოება ამ ყველაფრის გააზრებას შეძლებს, მაშინ უპრობლემოდ მიხვდება იმ ადამიანების სულისკვეთებასაც, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და იმათისაც, ვინც მიზეზით თუ უმიზეზოდ სიძულვილით არის აღვსილი; მიხვდება და შეეცდება გამთლიანებას.

მე დღეს მხარს ვუჭერ რუსთაველზე შეკრებილი ადამიანების სულისკვეთებას და ვამბობ:

თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს!”

თეგები: ზურაბ გურული

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:31 11-28-2025
რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი
ახალი ამბები

რა განაპირობებს სავალუტო ბაზარზე არსებულ სიჭარბეს? – თიბისი

13:58 11-28-2025
ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება
ახალი ამბები

ნანატრი დღეები გორგიაში გრძელდება

08:00 11-28-2025
ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება
ახალი ამბები

ახალი გვერდი თიბისის მობაილბანკში – გადარიცხვების ახალი გამოცდილება

18:18 11-27-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved