• რეკლამა
  • კონტაქტი
03:30, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე დავუშვი შეცდომა…” – რას პასუხობს სოსო ჯაჭვლიანის ბრალდებას ხელისუფლებისადმი ლუკა კურტანიძე

ალია ავტორი - ალია
00:50 02-15-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
208

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი ლუკა კურტანიძემ “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებას ეხმაურება და ამბობს:

“შეიძლება აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს, მაგრამ სოსო ჩემი მეგობარია, რომლითაც ვამაყობ და ვიამაყებ მთელი ცხოვრება. უდიდეს პატივს ვცემ. დიახ, სოსომ, რაც თქვა, ეს ფაქტი იყო. როდესაც მე პარლამენტში შევედი, რამოდენიმე ხნით სოსოსთან გადავედი საცხოვრებლად და ამ საცხოვრებელში აღმოვაჩინეთ სათვალთვალო კამერა, რომელიც იყო საძინებლებში, და არა მაგალითად შემოსასვლელსა და გასასვლელში, დაფიქსირებული რომ ყოფილიყო ვინ შევა და გავა.

ჩვენ, როგორც პარლამენტის წევრებს, ვალდებულება გვქონდა, რომ მაქსიმალურად გამოგვეძია ეს თემა, საქართველოს დღევანდელი წყობა საპარლამენტოა და თავისივე მიღებულ კანონებს უწევს მონიტორინგს. ჩვენ მაგ აღმოჩენის შემდეგ, არ ჩავეძიეთ. რადგან საფუძვლიანი გამოკვლევა არ გავაკეთეთ, ბევრი კითხვა შეიძლება დაისვას. შეიძლება მეპატრონეს ჰქონდა დამონტაჟებული, ეს იყო ცხინვალის ქუჩაზე ბინა, შეიძლება ეს იყო მანამდე, სხვა მოწვევის პარლამენტარებსაც ჰქონდათ იქ ნაქირავები. ბევრი ფაქტი შეიძლება იყოს. მე და სოსო როდესაც ხელმეორედ ჩავედით, ჩავიყვანეთ აიტი სპეციალისტი და მან აღმოაჩინა, რომ ეს სათვალთვალო კამერები იყო ჩახსნილი, არ იყო მოქმედი, არ იწერდა.

სოსოს ჰქონდა ეს ბინა ნაქირავები, ის ჩემზე 2 წლით ადრე შევიდა პარლამენტი და მეტი დრო იყო მაგ ბინაში. რაც უნდა არ ვეთანხმებოდე, 2012 წლის მერე დაიწყო კოჰაბიტაციის პერიოდი, ფაილები, რომლებიც იყო ნივთმტკიცებულება ადამიანებზე და სააკაშვილის რეჟიმზე, ამის დაშვებაც შეიძლება რომ იმ დროინდელი (სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი) იყო. მოდით, მე ვარ ოფიცერი და უნდა გავცე პასუხი, როგორც ოფიცერმა ყველა კითხვას. როდესაც მტკიცებულება არაა, არ შემიძლია დავამტკიცო. პირველ რიგში ვადანაშაულებ ჩემ თავს, როგორც პარლამენტარს, რომელიც არ ჩაეძია ამ საქმეს. მმკაცრი რეაგირება უნდა გამეკეთებია როგორც პარლამენტარს და რა ისე, რომ რაღაცა აღმოვაჩინე და გამომეტანა. მე დავუშვი შეცდომა, რომ არ იქნა გამომძიებლები გამოძახებული, არ იქნა გამოკვლეული, რომ მიგვეღო პასუხი, რათა ამას წლების შემდეგ, ასეთი ინტერპრეტაცია არ მისცემოდა.

არც დავუშვებ, რომ ეს ქართული ოცნების გაკეთებული, რადგან აიტის სპეციალისტმა თქვა, რომ ჩაჭრილია და რა არის მოქმედი. ბატონმა სოსომ ეს იცოდა, მაგრამ შეიძლება ადამიანმა კრიტიკულად შეხედოს.

საზოგადოებაში დაისვა უამრავი კითხვა… ადამიანმა, რომლის პირდაპირი ვალდებულება იყო ამის გამოძიების, რატომ არ მივყევი ბოლომდე, შეიძლება ეს საკითხი დაისვას – იმიტომ რომ არამარტოა საეჭვო სათვალთვალო კამერა, ათასეული ფაილები იყო მტკიცებულებაში, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მოსვლისთანავე, ქვეყანაში რომ რადიკალური მხარეები დაშოშმინებულიყო, გავანადგურეთ. ამიტომ არ მივეცი ამხელა მნიოშვნელობა. ადამიანებზე სხვადასხვა სფეროში, სააკაშვილის რეჟიმის დროს იყო უამრავი მტკიცებულება, რომელიც საზეიმოდ, მთელ ქვეყანას ვახარეთ და ისე გავანადგურეთ… “

მან დაადასტურა ისიც, რომ ის და სოსო ჯაჭვლიანი შეხვდნენ ირაკლი სესიაშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით.

ლუკა კურტანიძემ აღნიშნა ისიც, რომ სოსო ჯაჭვლიანმა იცის იმის შესახებ, რომ კამერები ჩაჭრილი დახვდათ, თუმცა, გამომდინარე იქედან, რომ მათ აიტის წარმომადგენლები ბინაში მიიყვანეს ორი კვირის შემდეგ, შესაძლოა, იმის ეჭვიც ჰქონდეს, რომ სწორედ მაგ პერიოდში მოხდა ჩაჭრა.

(ვიდეო) „ეხლა ლუკა კურტანიძე მაგარი გაკვირვებული დარჩება, მაგრამ… ჩემო ლუკა, უნდა მოვყვე“ – სოსო ჯაჭვლიანის სკანდალური ისტორია
თეგები: ლუკა კურტანიძესოსო ჯაჭვლიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved