პედიატრი თემურ მიქელაძე, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ გახსნილ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბს ხელმძღვანელობდა, მზადაა, თავდებში ჩაუდგეს დაკავებულ კოლეგას, გიორგი ჩახუნაშვილს.
„გოგი ჩახუნაშვილი არის ჩემი მასწავლებელი. მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თუ საჭირო გახდება, მე, როგორც ექიმი, თავდებში ჩავუდგები“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ თემურ მიქელაძემ.
9 ოქტომბერს, თბილისში, საკუთარ სახლში დააკავეს 71 წლის ექიმი, პედიატრი, პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი. მისი დაკავება 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება.
კომენტარები