• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, ხუთშაბათი, 11 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე ასეთ რაღაცეებს ივანიშვილი ვერ მიბედავდა” – როდის მოხდა ივანიშვილის “გარდატეხა” და რას ვერ გაუბედავს “ოცნება” გახარიას

ალია ავტორი - ალია
22:41 02-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,514

ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია, “ტვ პირველთან” ჟურნალისტ, ინგა გრიგოლიას კითხვებს პასუხობს.

ინგა გრიგოლია:

–მამუკა ხაზარაძემ 2019 წელს თქვა, ივანიშვილმა მითხრა, რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაშიო. თქვენ არ მოგისმენიათ მსგავსი პოზიცია? არასოდეს თქვენთვის არ დაუვალებია, რომ რუსული ინტერესი უნდა გატარებულიყო ეკონომიკაში, ინვესტიციებში?

გიორგი გახარია:

–მე ასეთ რაღაცეებს ივანიშვილი ვერ მავალებდა. მე მარტივად შემეძლო მისთვის მეთქვა – არა. ამიტომ არიან ესენი პატარა, შეშინებული ბიჭები და სხვაობას ვერ ხედავთ? ვერ მეუბნებოდა ნიშნავს, ვერ მეუბნებოდა, სადაც არა იყო სათქმელი, მე ამის რესურსი მქონდა, მეთქვა არა.

ინგა გრიგოლია:

–გვაქვს საფუძველი დაგისვათ კითხვა, თქვენც რომ რაღაცას აკეთებდით, თქვენ უკანაც ხომ არ იდგა ბიძინა?

გიორგი გახარია:

–ჩემ დროს დასმულა კითხვა, ევროპა გვინდა თუ არაო? ჩემ დროს საქართველო ასოცირებული სამეულის ლიდერი იყო? ჩემ დროს რომელიმე ევროპელი ლიდერი ჩამოსულა და უთქვამს, პრორუსული პოლიტიკა გაქვთო? ჩემ დროს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობა გაფუჭებული იყო?

ინგა გრიგოლია:

–ეს არის რუსული მართვის სტილი…

გიორგი გახარია:

–არაფერი რუსული მართვის სტილი ეს არ არის. მაშინ მაგ ადამიანს ჰქონდა პასუხისმგებლობა და არ იყო დამალული.

ინგა გრიგოლია:

–მაშინ სად მოხდა გარდატეხა?

გიორგი გახარია:

–გარდატეხა მოხდა იქ, როდესაც მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, მოქალაქეებს, მე პირადად მითხრა, “ვსო” წავედი და რომ არ წავიდა და დარჩა. მაშინ მოხდა გარდატეხა და თუ ხარისხობრივ განსხვავებას ვერ ხედავთ, დავრჩეთ მაშინ წარსულში და ჩვენი შვილები ხვალ რომ მოსკოვში ამოყოფენ თავს, მერე თქვენ უთხარით, მე ხაზარაძეზე და ფარცხალაძეზე ვლაპარაკობდიო. მე ამას არ ვეტყვი. მე რაც გასაკეთებელია, გავაკეთებ.

ინგა გრიგოლია:

–თქვენ აუცილებლად გკითხავენ, თქვენ რომ პრემიერი იყავით, იმ დროს უფრო და უფრო მყარდებოდა რუსული რეჟიმი, ამ კითხვას დაგისვამთ ნებისმიერი ჟურნალისტი, ჩემზე წყენები და გაბრაზებები არ არის საჭირო.

გიორგი გახარია:

–ათჯერ? და არ გაინტერესებთ, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული სტატუსი გადავრჩინოთ?

ინგა გრიგოლია:

–ძალიან მაინტერესებს.

გიორგი გახარია:

–მკითხეთ…

ინგა გრიგოლია:

–ახლა მინდა დაგისვათ კითხვა, რამდენად ადეკვატური იყო, ახლა შეიძლება ამ კითხვაზე გაგეცინოთ… ჯაშუში, კობახიძემ თქვა რომ იყო პარტიაში აგენტები, წამყვანი ეკითხებოდა, მაგ სიაში იგულისხმება თუ არა გიორგი გახარია, მან თქვა, არა, ახლა მე ვლაპარაკობ ირიბ აგენტებზე და ჯაშუშებზე მერე ვილაპარაკებო, რას უპასუხებდით?

გიორგი გახარია:

–არაფერს, რა უნდა ვუპასუხო. გამომაცხადონ, დავიცავ თავს როგორმე, ჩემზე ნუ ღელავთ. როგორც ვერ მიბედავდნენ, წადი ეს გააკეთე, ისე ვერ გამიბედავენ ამას და თუ გამიბედავენ, ძალიანც კარგი, საინტერესო გახდება ცხოვრება.

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

სანტექნიკოსი გამოძახებით
ახალი ამბები

როგორ ამოვიცნოთ გაჭედილი ცენტრალური მილი და წყლის ფარული გაჟონვა? – 9 ნიშანი, რომ გჭირდება სანტექნიკოსი გამოძახებით

20:19 06-10-2026
ბინის დაქირავება
ახალი ამბები

5 ყველაზე გავრცელებული შეცდომა ბინის დაქირავების დროს

19:15 06-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საცხოვრებელი კომპლექსი „აპექს ჰოლბრუკი“ შენდება

14:30 06-10-2026
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
ახალი ამბები

AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები

13:17 06-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved