“ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:
“აქეთა მხარეს არის კოალიციაური ერთობა აღმასრულებლის დონეზე – იქ მელიასაც, ხაზარაძესაც, ხოშტარიასაც, გირჩსაც და ყველას ერთნაირად ექნება ხმის უფლება. მე არა მაქვს ეს კომპლექსი, მე ხუთ ნომერთან არ გავერთიანებულვარ, ლელო არის ცხრა ნომერი და და იქნება ყოველთვის ცხრა ნომერი და თავისი ყვითელი ფერი ექნება, მაგრამ ლელოს არ ეშინია, კონსტრუქციული, რისკიანი ნაბიჯის გადადგმის, რომ შეცვალოს ეს გაჩერებული პოლიტიკური მდგომარება.
ვისაც უნდა, ამას ძალიან კარგად ხვდება!
ქალაქების დონეზე ოპოზიცია უნდა იყოს გამარჯვებული, ესაა პირველი ნაბიჯი.
ერთ მხარეს გაქვს ის, რაც უკვე ნანახი გაქვს, მეორე მხარეს სხვა კონფიგურანციაა. რისკი არის? – კი, ბატონო, ამბობენ, გადაგაგდებენ, მოგატყუებენ, მოგხსნიან, კი, ბატონო, ეს ყველაფერი არის საინტერესო, ამომრჩეველმა უნდა ნახოს, მეც უნდა ვნახო, ამ ადამიანებს ხელი რომ ჩამოვართვი, არამარტო ამომრჩეველმა, მეც უნდა ვნახო, როგორ ასრულებენ თავის სიტყვას, ვნახო პარტნიორობაში როგორები არიან და მე როგორი ვარ მათთან პარტნიორობაში. ეს ნაბიჯი თუ არ გადავდგით, უბრალოდ ვიქნებით ამ ჭაობში და ვიქნებით. ამ სიტუაციაში. არჩევა მარტივია – გაჩერებულ ქვეყანასა, თუ ცოტა თამამ გადაწყვეტილებას შორის, რომელიც შეცვლის ჩვენ ცხოვრებას. ამ ქვეყანაში რაღაცა დიდი შეთანხმება არ მოხდა, არავის არაფერი ეშველება.”
კომენტარები