• რეკლამა
  • კონტაქტი
00:33, სამშაბათი, 16 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია, ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი რეკლამაში გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში” – გიორგი ვაშაძე

ალია ავტორი - ალია
19:52 09-15-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

საარჩევნოდ ფინანსების გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე და აცხადებს, რომ  ერთ-ერთი დამსხვრეული ოცნებების პარტიაა  ვისაც არ აწყობს ღია და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს ინფორმაცია მათი დაფინანსების შესახებ და სწორედ, მათ მიუწვდებათ ხელი ე.წ “შვ ფულზე“, რაზეც ხშირად სხვებთან მიმართებაში საუბრობენ.

“მე არ ვხარჯავ შავ ფულს, არც გამაჩნია და ჩემს მიერ დახარჯული თითოეული თეთრი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და აღირიცხება აუდიტის სამსახურში. აი, სხვები როგორ ხარჯავენ ე.წ „შავ ფულს“ ძალიან კარგი იქნება თუ ამაზე იფიქრებენ და მათ შორის „ქართული ოცნების“ უდიდეს შავ ფულზე იმუშავებენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წინასაარჩევნოდ დახარჯულ ფინანსებს ითვლიან,“ – აცხადებს ვაშაძე და აღნიშნავს, რომ მისი  თითოეული თეთრი  დეკლარილებულია ფეისბუქში და რეკლამაში დახარჯული თანხები გამჭვირვალე.
„მე ამ გამჭვირვალობის არ მეშინია. შემომწირველები ვინც ჩვენ გვყავს, ყველა ასევე გამჭვირვალეა და მათი ღია ჩამონათვალი არის მთლიანად აუდიტის სამსახურში. ვისაც აინტერესებს მივიდეს და საკუთარი თვალით ნახო და ზედმეტ ლაპარაკს შეეშვან. ზოგიერი პოლიტიკოსი გასაკეთებელ საქმეებზეც ლაპარაკობენ, მაგრამ მათ არც გეგმა აქვთ და არც სტრატეგია, არ იციან ხალხს რა ენაზე ელაპარაკონ. არ იციან როგორ დაძლიონ ეკონომიკური კრიზისი. არც სამუშაო ადგილების შექმნა იციან და ინდუსტრიის განვითარება. ხმამაღლა საუბრობენ IT ქალაქების განვითარებაზე და ა.შ რეალურად კი, რაზეც მე ვსაუბრობ, ვერ იგებენ, არ იციან რა არის და როგორ ვითარდება თანამედროვე ეკონომიკა,” – აცხადებს ვაშძე და საბანკო სექტორში არსებულ მონოპოლიაზე მიანიშნებს.
„როცა კონკრეტულ სტრატეგიაზე ვსაუბრობ თუ როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს მონოპოლია და როგორ გავუიაფოთ სესხები ადამიანებს, არ მისმენენ. სამაგიეროდ კი, ზურგს უკან საუბრობენ, ჭორიკნობენ და მხოლოდ ტალახის სროლა შეუძლიათ, რადგან ეს მათი ხელობაა! რა გაუკეთებიათ საერთოდ ცხოვრებაში ყვირილის და ყეყეჩობის გარდა? მართლაც პოლიტიკურ კინტოებად ჩამოყალიბდნენ. შეხედეთ ყველას ვის რა გაუკეთებია. პრინციპებზე რომ საუბრობენ და ამ დროს, ერთ დღეს ერთს აქებენ, მეორე დღეს აგინებენ. უხერხულია! მე ვისაც ვაკრიტიკებ, ვაკრიტიკებ და ვეუბნები რა უნდა გააკეთოს. ვისაც მხარს ვუჭერ, ვამბობ რომ მხარს ვუჭერ. არასდროს არ შევდივარ ამგვარ კინკლაობაში და სწორედ ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება. ამ ქვეყანაში დგას იუსტიციის სახლები, ეს არის ნომერ პირველი რეფორმა დღესაც მსოფლიო მასშტაბით, რომელიც ხალხს ემსახურება. ვინ საუბრობს ხალხის პრობლემებზე? ვინ იცის სესხები როგორ უნდა გაიაფდეს? რაიმე გეგმა გამოუქვეყნებიათ? მე გეტყვით: ხელისუფლებას არგამოუქვეყნებია კრიზისის დაძლევის არც ერთი გეგმა და სტრატეგია, “ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

თეგები: გიორგი ვაშაძესტრატეგია აღმაშენებელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026-ის გამარჯვებულები ცნობილია – თიბისი

15:24 06-15-2026
Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი
ახალი ამბები

Tbilisi Open Air – ზაფხულის მთავარი მუსიკალური ფესტივალი ახლოვდება – თიბისი

13:05 06-15-2026
ლარის კურსი და კონვერტაცია
ახალი ამბები

ლარის კურსი და კონვერტაცია – რა ღირს ლარი 15 ივნისამდე?

20:00 06-14-2026
დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით
ახალი ამბები

დაიწყე ინვესტირება თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე SpaceX-ის აქციებით

17:32 06-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved