• რეკლამა
  • კონტაქტი
23:31, პარასკევი, 6 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე არ ვარ ფსევდო შეყვარებული და ყველაფერს მოგიყვებით”

ალია ავტორი - ალია
16:18 08-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თავს 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის შეყვარებულს უწოდებს, აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, მისი გაუჩინარების შესახებ კი ფაქტიდან 3 დღის შემდეგ გაიგო.

როგორც მან „პალიტრავიდეოს“ და „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სოციალური ქსელების გამოყენებით, ის საქმის დამოუკიდებლად გამოძიებას ცდილობს. მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაბრუნების შემდეგ კი ის თამარ ბაჩალიაშვილთან მიმოწერასა და ერთობლივად გადაღებული ფოტო-ვიდეოების გასაჯაროებასაც გეგმავს.

ის, თამარ ბაჩალიაშვილის დედის ბრალდებებსაც პასუხობს და აცხადებს, რომ გარდაცვლილის დედის გაღიზიანება, მის მიერ FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებულმა მოსაზრებამ გამოიწვია.

„მე მომწერა თამარის დედამ, ქალბატონმა თეონამ, რომ აპირებდა აქციის გამართვას ამერიკის საელჩოსთან და FBI-ის ჩართვასთან დაკავშირებით. მე, როგორც ინჟინერმა ვუპასუხე, რომ FBI-ის „ეფლის“ რაიმე ნაწარმთან, „მაკბუკთან“ არანაირი კავშირი არ აქვს. მონაცემების გამოთხოვა, ცნობილი „ქეისია“ და ვერ მოხდა „ეფლისგან“. ქალბატონ თეონას ვერ მოსთხოვ, რომ ეს მან იცოდეს, მაგრამ ეს მოხდა მის ემოციურ ფონზე, მე მას რომ შევეწინაააღმდეგე, ჭკუის სწავლება დავუწყე, დამბლოკა „მესენჯერიდან“. შესაძლოა, ეს გაბრაზება გაყვა და ამიტომ ახსენა, რომ მე მოგზავნილი ვარ. ისე მას მიხეილ რამიშვილზეც აქვს ეჭვი, რომ მიგზავნილია.

მე და თამუნას გვაქვს ფოტოები, ვიდეოები ერთად გადაღებული, ეს მაქვს მობილურ ტელეფონში და მე ამას გავასაჯაროვებ, როგორც კი ექსპერტიზიდან დამიბრუნებენ მობილურს. მე და თამარს, ორივეს, 19 ივნისს გვაქვს დაბადების დღე და ერთად ლისზე და ძველ თბილისში აღვნიშნეთ. ერთმანეთს ვუღებდით ვიდეოს. ეს ვიდეო მაქვს და ამას აუცილებლად გავასაჯაროვებ. მგონი, არ ვარ ეს ფსევდო შეყვარებული“

მისივე თქმით, თამარ ბაჩალიაშვილი მას ფიზიკურად 19 ივნისის შემდეგ არ უნახავს, რადგან ბაჩალიაშვილს კომპანია „ზეგიდან“ წამოსვლამდე გარკვეული ვალდებულებების შესასრულებლად დრო სჭირდებოდა.

„ფიზიკურად ერთმანეთი 19 ივნისის შემდეგ არ გვინახავს, იმიტომ, რომ ჩვენ შევთანხმდით „ზეგში“ რომ მორჩებოდა, უნდა წამოსულიყო იქიდან. მერე კიდევ ვკითხე, მომდევნო დღეებში და მითხრა, რომ კიდევ არ იყო წამოსული. მე ველოდებოდი როდის წამოვიდიოდა, რომ მერე ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობა ერთად დაგვეწყო. მე მისი დაკარგვის ამბავი გავიგე სამი დღის გაუჩინარებული რომ იყო. პოსტი გამომიგზავნეს, პარკში ვიყავი, სახლში გავიქეცი მერე. მერე ისევ ტელევიზიით გავიგე ეს ყველაფერი. მე და მას ისეთი მეგობრები არ გვყავდა, ერთმანეთი რომ მოგვეკითხა, თუ არ გამოვჩნდებოდით. 18-19-20 ივლისსაც მივწერე თამარს, მაგრამ ეს არ იყო შოკისმომგვრელი რომ არ მიპასუხა, იმიტომ, რომ ვიცოდი სამსახურში ვალდებულებებს უნდა მორჩენილიყო და უკვე წამოვიდოდა იქიდან და განვახორციელებდით გეგმებს. მობილურში დასქრინული მაქვს მიმოწერები და ცხადია ამას გავასაჯაროვებ. მე გამოძიებაში ვარ დღე და ღამე, გუშინ ვჭამე ორი ვაშლი, მეტი არც მიჭამია არც მიძინია წესიერად“

მისივე თქმით, ის თამარს პირველი კურსიდან იცნობს.

„ერთ უნივერსიტეტში ჩავაბარეთ. თამარი ისეთი სახის ადამიანი იყო, რომ მარტივად არ შეეძლო მასთან არავის საუბარი. მე არ მქონდა გოგონებთან ხშირი ფლირტი, დაინტერესებული ვიყავი მათემატიკით და პროგრამებით“

იპნ

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმებაჩანა ლობჟანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბის – Olyinfo ოლიმპიადამ, საქართველოს ყველა კუთხიდან 3000-მდე მოსწავლე გააერთიანა

15:33 02-06-2026
სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ახალი ამბები

სადაზღვევო კომპანია “ვაიზერსა” და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

14:51 02-06-2026
თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტისა და Matchday by Setanta-ს მორიგი, ახალი თავგადასავალი თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის

14:22 02-06-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მეორე ეტაპი აჭარაში გაიმართება

12:22 02-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved