• რეკლამა
  • კონტაქტი
02:26, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე არ გავჩუმდი და გამიშვეს ჩოგბურთის ფედერაციიდან” – ნინო დვალი

ალია ავტორი - ალია
15:31 02-07-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,358

ნინო დვალი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკის გაკრიტიკების გამო ჩოგბურთის ფედერაციიდან 13-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ გაათავისუფლეს.

ეს მახინჯი რეჟიმი მომწვდა და მოკლედ დავწერ, რა ულტიმატუმის წინაშე დამაყენეს. თუ სამსახურის შენარჩუნება მინდა, უნდა გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შეუქმნიან ორგანიზაციას, სადაც ვმუშაობ. ანუ, მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება, ან  დარჩენა გაჩუმების სანაცვლოდ. 

ხოდა, მე არ გავჩუმდი და  გამიშვეს. ჩოგბურთის ფედერაციაში, სადაც 13 წელია ვმუშაობ, მუშაობენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ხელმძღვანელიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული.

რადგან ქართული ოცნება და სპორტის სამინისტრო ასე აკვირდება რიგითი მოქალაქეების ფეისბუქ პოსტებს და მათ გადადგილებას, ამ დაკვირვების შედეგად უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სამსახურის დაკარგვის შიში უსამართლობაზე თვალს არ დამახუჭინებს და ჩირგვში არ დამსვამს,   მაგრამ იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ჩემთვის ძვირფას თანამშრომლებს პრობლემებს არ შევუქმნიდი.

ჩემი ცხვირის და ჯიბის მიღმაც ვიყურები და მიღმა დაუჯერებელ უსამართლობას და ბოროტებას ვხედავ. წარმომიდგენია, ჩემსავით რამდენს მიადგნენ ასე, ულტიმატუმებით, დაშინებით.

სოლიდარობა ყველას, ვინც შეძლებს და შეეწინააღმდეგება ამ რეჟიმს  და მათაც, ვისაც სურვილი დიდი, მაგრამ ძალა არ აღმოაჩნდება. ეს რეჟიმი ქვეყანას სწრაფი ტემპით მიაქანებს ჯოჯოხეთისკენ და ახლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საშიში პერიოდია, რომელიც ძალიან ჰგავს 1937 წელს. ამ რეჟიმს ჩემი მტერი შეეგუა. ამ რეჟიმს ჩემი მტერი გაურიგდა.  ოლიგარქიულ ცეცხლში დაიწვება ყველა, ვინც ქვეყანას ვნებს. დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას!”. – წერს ნინო დვალი სოციალურ ქსელში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved