საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მცხეთაში განუცხადა:
„მინდა, ყველას მოვუწოდო, დღეს გვჭირდება სიმშვიდე, ჩვენ უნდა ჩავატაროთ მშვიდად არჩევნების მეორე ტური, დავასრულოთ ეს არჩევნები, ჩვენმა ქვეყანამ გაიმარჯვოს და გააგრძელოს მშვიდობიანი განვითარება.
მე აღარ მინდა პატიმარზე ვილაპარაკო ამდენი, საკმარისია, ბევრი განცხადება გაკეთდა, ახლა საჭიროა საქმეზე კონცენტრაცია.”