• რეკლამა
  • კონტაქტი
02:49, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მე-10-მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ

ალია ავტორი - ალია
12:54 01-25-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
857

მე-10 – მე-12 კლასებში მოსწავლეები შესაძლოა, პროფილურ სწავლებაზე გადავიდნენ. შესაბამისი ცვლილების შეტანა ზოგადი განათლების სისტემის სტანდარტში იგეგმება, რომელზეც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობას.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის კონსულტანტმა ზოგადი განათლების საკითხებში გია მურღულიამ განაცხადა, საორიენტაციოდ იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური.

მისივე თქმით, პროფილური სწავლება, თავდაპირველად, 50-მდე სკოლაში, პილოტირების რეჟიმში, შესაძლოა, მომდევნო სასწავლო წლიდან დაიწყოს.

„სკოლის მესამე საფეხურზე, შესაძლოა, შემოვიდეს პროფილური განათლება. რაღაც მიმართულებით სწავლობთ სტანდარტულად, რაღაც მიმართულებით შეგიძლიათ გაღრმავებულად ისწავლოთ. მაგალითად: ვისაც აინტერესებს საბუნებისმეტყველო საგნები, შედარებით ნაკლებ ყურადღებას დაუთმობს ჰუმანიტარულ საგნებს, მაგრამ ზოგადი განათლების პრინციპი მოითხოვს, რომ ამ ტიპის განათლებაც ჰქონდეს. აქ შედარებით დაბალი მოთხოვნების სტანდარტი შეიძლება დაიდოს, გაღრმავებული სწავლების დროს ეს სტანდარტი უფრო მეტს მოითხოვს. ცალკეულ სკოლაში ამის მაგალითები გვაქვს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ზოგადად სისტემაზე. სკოლაში არის 3 საფეხური: 1. დაწყებითი (პირველი-მეექვსე კლასები), 2. საბაზისო (მეშვიდე-მეცხრე კლასები) და 3. სრული საშუალო (მეათე-მეთორმეტე კლასები). შესაძლოა, მესამე საფეხურზე ორი სტანდარტი (ჩვეულებრივი და გაღრმავებული) დაგვჭირდეს, ამაზეც მიდის საუბარი. პროფილური განათლება დღის წესრიგში დგას სერიოზულად. საორიენტაციოდ (ტრადიციულად ასე იყო), იქნება სამი ძირითადი პროფილი: საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული და მათემატიკური (თუმცა, სკოლის ორგანიზაციული. ინფრასტრუქტურული და საკადრო შესაძლებლობის კვალობაზე, ალბათ, არც სხვა პროფილები უნდა შეიზღუდოს ). თუ მე ჰუმანიტარულზე ვსწავლობ, გაძლიერებულად ვისწავლი ლიტერატურას, ისტორიას, ხელოვნებას, შეიძლება ფილოსოფიას, სხვა საგნებსაც ვისწავლი, მაგრამ ნაკლები მოთხოვნით (ანუ – „ჩვეულებრივი“ სტანდარტით). პირველ ეტაპზე, სადღაც 50 სკოლამდეა, რომლებშიც საპილოტე რეჟიმში „მოითელება“ შესაბამისი პროგრამები. ამ სისტემის პილოტირება შესაძლოა, ახალი სასწავლო წლიდან დაიწყოს“, – განაცხადა მურღულიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved