რეკორდული ჯარიმების წელი – 277 მილიონი ლარი, ეს ის თანხაა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდის შემდეგ შევიდა.
მძღოლები, რომლებიც დაჯარიმებულთა სიაში მოხვდნენ, ტვ პირველთან ამბობენ, რომ ეს არ არის პრევენციისთვის დასკირებული ჯარიმები, ეს არის განზრახვა სახელმწიფოს მხრიდან, რომ მოქალაქეების ჯიბიდან შეივსოს ისევ ბიუჯეტი.
ამის თქმის საფუძველს მათ ბოლო პერიოდში გატარებული საკანონმდებლო ცვლილეებები აძლევთ, რა დროსაც ჯარიმები კიდევ უფრო გაიზარდა და რიგ შემთხვევაში გაორმაგდა კიდევაც.
მოქალაქეები ამბობენ, რომ მრავალი პრობლემა არსებობს, რაც მათზე პირდაპირ აისახება, ეს არის მოუწესრიგებელი საპარკინგე სივრცეები, საგზაო ნიშნების არ არსებობა და სხვა.
მათი თქმით, სწორედ ეს პრობლემები უნდა მოგვარდეს, რადგან თუ ჯარიმების მატების განზრახვა არის ის, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამ ყველაფრის მოუწესრიგებლობა პირდაპირ აისახება უსაფრთხოებაზე.
ცნობისთვის, ანგარიშის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 110.9 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 166.1 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.














კომენტარები