ცოტა ხნის წინ ქუთაისის მახლობლად მდინარე წყალწითელაში14 წლის მოზარდი გაუჩინარდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ბავშვი მდინარეში საბანაოდ შევიდა და ვეღარ პოულობდნენ.
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს და განგვიმარტეს, რომ ადგილზე მისულ სახანძარო-სამაშველო ჯგუფს ბავშვის ცხედარი ნაპირზე ამოსვენებული დახვდა.
კომენტარები