რუსთავში, მდინარე მტკვარში 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, მოზარდის დაკარგვის შესახებ შეტყობინება საათნახევრის წინ შევიდა.
საძიებო სამუშაოებში 20-მდე მეხანძრე მაშველი და მყვინთავები იყვნენ ჩართულები.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს ჯებირთან ფეხი დაუცდა და მდინარეში ჩავარდა.
კომენტარები