• რეკლამა
  • კონტაქტი
14:57, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მდინარაძის უბედურება ჯერ კიდევ წინა”– რას აკეთებს ივანიშვილი ყოველი არჩევნების წინ?

ალია ავტორი - ალია
17:23 08-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
404
პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
მდინარაძის ამბავი მხოლოდ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით მაინტერესებს ანუ ამ ფაქტს ვაკვირდები და ვცდილობ გამოვიცნო, რა პრინციპების დამკვიდრებას შეუწყო მან ხელი.

🔴 ტყუილი

არავის სჯერა იმის, რაც მდინარაძემ და კობახიძემ თქვეს. გადაღლილობა და სტრესი, არც ბავშვების მონატრება (არც ერიდება საკუთარი შვილების ხსენებით საკუთარი ჭუჭყის დაფარვა), მისი პოლიტიკიდან წასვლის მიზეზი არ ყოფილა. აღარ უნდა ივანიშვილს მისი დანახვა და მოისროლა. შეიძლება ციხეშიც გაუშვას.

🔴 სახელმწიფო ინსტიტუტებით თამაში

კობახიძემ თავისიანის გადასარჩენად რამდენჯერმე გადააკეთა საქართველოს მთავრობის სტრუქტურა. ჯერ სახელმწიფო მინისტრის ერთი აპარატი შექმნა, მერე მეორე… ორივე შემთხვევაში ამბობდა, რომ ამ “სამინისტროების” გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავიდოდა, სახელმწიფოს მართვა (Governance) გაჭირდებოდა. რამდენი გვატყუეს, რამდენი ილაყბეს, რამდენჯერ გადააკეთ-გადმოაკეთეს კაბინეტი და ბოლოს ყველაფერი ბლეფი აღმოჩნდა და საპნის ბუშტივით გასკდა.

🔴 წოდებისა და დამსახურების ფეხქვეშ გათელვა, არარაობის რაობად გამოცხადება.

არავის დაგვავიწყდება როგორ დასცინა საქართველოს ყველა გენერალს, ყველა პოლკოვნოკს, ყველა მაიორს, ყველა კაპიტანს, ყველა ლეიტენანტს, ყველა სერჟანტს ირაკლი კობახიძემ, ცოცხალსაც და მკვდარსაც, როდესაც 11 თვეში ყველა შესაძლო რანგი მიანიჭა სუბიექტს, რომელსაც არაფერი არ დაუმსახურებია უსაფრთხოების სფეროში.

🔴 დეპუტატთა უთავმოყვარეობა

“ქართულ ოცნებას” უთავმოყვარეო არსებად მიაჩნია თითოეული თავისი დეპუტატი. ჰაერში ხომ არ გაქრება ის განცხადებები, რასაც ბოლო რამდნეიმე თვეა ეს დეპუტატები ავრცელებენ. წყალბურთელს რომ არ ჰგავს ის წყალბურთელი, “კახეთო, ჩემო კახეთო”, თანაკურსელებს რომ არ ახსოვთ, ის პარლამენტარი ხომ ამბობდნენ, რომ მამუკა მდინარაძის ირგვლივ ტრიალებდა სამყარო, მის გარეშე რომ არ შეეძლოთ… იმასაც ხომ გვიმტკიცებდნენ, რომ ყველაზე ძლიერი ფიგურა გადაიყვანეს რეგიონების გადასარჩენად… და უცებ, აბრაკა-დაბრა! გაქრა ეს საუკუნის ნიშანსვეტი …

🔴 თანაპარტიელების უგუნურ ცხვრებად წარმოჩენა.

ივანიშვილისთვის, კობახიძისთვის თავიანთი რიგითი თანაპარტიელები ჩვეულებრივი ქვეშევრდომები, ყრმა-გლეხები არიან. რასაც უბრძანებენ, ის უნდა გააკეთონ. ჯერ აატვირთინებენ მამუკა მდინარაძის სურათებს, შემდეგ წააშლევინებენ, ჯერ ცაში ააყვანინებენ, შემდეგ მიწაში ჩაადებინებენ… ისინიც ადგებიან და ყველაფერს გააკეთებენ, ყველაფერს გადაყლაპავენ… არქიფო სეთურის დასაცავად კომბლებსაც კი დაიჭერენ ყველაფერს.
***
მდინარაძის უბედურება ჯერ კიდევ წინაა… არავინ აპატიებს მას აღვირახსნილ დემაგოგიას, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ჩაშხამებას!!!!!!!!! გაიხსენებენ, რომ ნივრის ნაფრცქვენის ფასად გაყიდა ხალხი, რომელთაც მეგობრებად მოიხსენიებდა.
ივანიშვილი არცერთ არჩევნებზე არ გამოსულა პრემიერობის ერთი და იმავე კანდიდატით, არცერთ პრემიერ-მინისტრს არ უასპარეზია ორ არჩევნებზე, კობახიძესაც ვნახავთ, კიდევ უფრო საწყალობელ მდგომარეობაში.
ჩვენი ქვეყნის განსაცდელს კი ბოლო არ უჩანს, საქართველოში ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას ჩიპოლა – ბოროტი, საზარელი, თავისებური “მორალის” ჰიპნოზიორი და ფოკუზნიკი, რომელიც ხალხის დამცირებით და მანიპულაციით იკვებება, ქმნის თავის კეთილდღეობას.
***
ჰოდა, ამ მოწამლულ, ტოქსიკურ ნისლში ისღა დაგვრჩენია, რომ ერთმანეთი ვიპოვოთ და დავდგეთ ერთმანეთის მხარდამხარ…
გადარიცხეთ 1 ან 10 ლარი ბალახაძეებისა და კაკიაშვილების დასახმარებლად, რათა მევახშეებმა და მიკროსაფინანსოებმა უკანასკნელი საცხოვრებლიდან არ გამოყარონ ადამიანები…
თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
➡️ საქართველოს ბანკი: #GE32BG0000000613039749
➡️ TBC ბანკი: #GE93TB7236345064300131
➡️ ფეიფალი: http://paypal.me/sonakalandadze
🟢 მიმღები – სონა კალანდაძე
დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
მიეცი ყველას საკუთარი ოთახი და თავზე ჭერი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

სასტუმრო „ტელეგრაფი“ კაკო თოფურიას ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს

12:36 10-26-2026
არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved