• რეკლამა
  • კონტაქტი
03:24, ოთხშაბათი, 19 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მდინარაძე-კობახიძის “ოცნება” ულიდერო, უგავლენო პოლიტიკურ გვამად გადაიქცა – ხათუნა ხოფერია

ალია ავტორი - ალია
15:29 03-12-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, წერს:

“ეს რეალობა დიდხანს ვერ გაგრძელდება!

რეალობა კი ასეთია:

სახელმწიფოში არ არის არც ერთი გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერი. ანუ, ადამიანი, რომლის აზრსა და პოზიციას ყურადღებას აქცევს საზოგადოება. არა და, ასეთი ლიდერი, ორი, სამი მაინც უნდა იყოს.

სახელმწიფოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს და შესძლებს მიმდინარე პროცესების მართვას.

სახელმწიფოში არ არსებობს ოპოზიცია, რამე თუ, ის ძალა, რომელიც თავს ოპოზიციას ეძახის, უბრალოდ, ამ სახელმწიფოს მტერია!

რა ხდება მმართველ პარტიაში?!

არავისთვის საწყენი არ უნდა იყოს იმის აღიარება, რომ ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, მდინარაძე-კობახიძის “ქართული ოცნება,” პრაქტიკულად, ულიდერო, უავტორიტეტო, უგავლენო პოლიტიკურ გვამად გადაიქცა, რომელსაც “გვამზე ვენოკი”-ვით ამშვენებს საქართველოს პარლამენტი.

ამ სამგლოვიარო ავანსცენაზე ჯერ კიდევ იმედისმომცემად გამოიყურება ორი პერსონა- ირაკლი ღარიბაშვილი და კახი კალაძე.

მაგრამ………………………………….

ირალი ღარიბაშვილს საკმაოდ რთული მემკვიდრეობა დახვდა- გარეჯი, ნამახვანი, კავკასიაში მიმდინარე მოვლენები(რუსეთის ინტერესის და გავლენების მაშტაბური გაძლიერება) და, რაც მთავარია, სრულიად თავხედური ზეწოლა ევროსტრუქტურებიდან. ღარიბაშვილს აქვს ხალხის ნდობა, მაგრამ ნაკლებად აქვს ნდობა მისი ე.წ. გუნდისგან. ყოველ შემთხვევაში, ასე აღიქმება გარედან. ალბათ, არავის გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ მისი პრემიერმინისტრად დანიშვნა უეცრად, მოუმზადებლად და მოულოდნელად მოხდა ზოგიერთებისთვის. (რამდენიც არ უნდა დაიბრალოს, რომ კანდიდატურა მისი დასახელებულია, კობახიძის მაინც არავის სჯერა). წარმატებებს ვუსურვებ პრემიერს და თუ უკან არ დაიხევს და ივლის იმ გზით, რასაც შეგვპირდა, პირადად მე მის გვერდით ვიქნები!

მიუხედავად იმისა, რომ კახი კალაძესთან მოიაზრებოდა კობახიძე-მდინარაძის პერსონები(და არა კახი მათთან), უცნაურად და დასაფიქრებლად დუმს ბოლო დღეებია კალაძე. ერთი ვარიანტია, რომ მას უთხრეს რომ არ წარადგენდნენ მერობის კანდიდატად, რადგან სჭირდებათ ოპოზიციისთვისაც მისაღები პიროვნება (დღეს “ფორმულამ” გააჟღერა სავარაუდოდ ზურაბ პოლოლიკაშვილის- ნაცების ყოფილი მინისტრის კანდიდატურა). და მეორე- კახი თავად მიხვდა, რომ მდინარაძე-კობახიძის ტანდემთან ერთად გამარჯვებაზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. ის ნელ-ნელა გაემიჯნება მათ და საკუთარ თამაშს ითამაშებს.

ოპოზიცია?……… არ გვყავს ოპოზიცია… ისინი საქართველოს მტრები არიან!

მოკლედ, აურზაურია სალხინეთში!

ხომ გაგიგიათ-კრამიტებ ლაწა-ლუწი არ აუტეხოო…-აი, მართლა ლაწა-ლუწით გადატყდება კრამიტები ზოგიერთების თავზე!

რას ვურჩევ? აბა, რა გითხრათ… მოდუნდნენ და მიიღონ სიამოვნება… ჰა, ჰა, ერთი თვე გასტანოს ამ ამბავმა…

რატომ? იმიტომ, რომ ეს რეალობა დიდხანს ვერ გაგრძელდება……………………………………”

თეგები: ქართული ოცნებახათუნა ხოფერია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ESG მდგრადობა
ახალი ამბები

ESG მდგრადობა ქართული ბიზნესისთვის: რატომ ხდება გარემოსდაცვითი შესაბამისობა საექსპორტო და საინვესტიციო აუცილებლობა

13:39 08-18-2026
„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ახალი ამბები

„თეგეტა აკადემია“ Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა

13:28 08-18-2026
ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი
ახალი ამბები

ვინ გახდება „საგანძურის მარათონის“ ყველაზე ძლიერი საგვარეულო? – თიბისი

13:18 08-18-2026
ბინის ყიდვა თბილისში
ახალი ამბები

როგორ იცვლება თბილისის ყოველდღიური ცხოვრება ქალაქის ზრდის ფონზე

11:44 08-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved