სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
სასურსათო პროდუქციაზე გაზრდილი ფასები უნდა იკვლიონ:
■ მილიონერმა მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელიც 60,000 ლარის ღირებულების როლექსის ორ საათს და 28,000 ლარის კარტიეს სამკაულებს ფლობს.
■ მილიონერმა მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა, რომელიც ნაღდი ფულის სახით 220,000 ლარს ინახავს.
■ მიხეილ სარჯველაძემ – 150,000 ლარიანი ანაბრით. (ოჯახს ჯამში -209,000 ლარის ანაბარი აქვს)
■ ირაკლი ლექვინაძემ – 135,000 ლარიანი ანაბრით.
■ ირაკლი კობახიძემ, რომელიც მხოლოდ შვილების სწავლაში, წელიწადში 38,000 ლარზე მეტს იხდის.
■ მამუკა მდინარაძემ, რომელიც 13,000 ლარის ღირებულების 4 ფერწერულ ტილოს ფლობს.
თან ეს ის ხალხია, ვინც გუნდის შიგნით არსებულ მძიმე კორუფციაზე ხმას არ იღებდა. პირიქით, ამტკიცებდნენ, ჩვენზე პატიოსანი და ეროვნული ხელისუფლება არ არსებობსო.
იმ კორუფციას ამართლებდნენ, (თუ ჩართულები არ იყვნენ) რომელმაც გამოიწვია ფასების კატასტროფული ზრდა; ადამიანების სიცოცხლე შეიწირა (შოვში) და მოსახლეობის გაღარიბება გამოიწვია.
როგორი სიმბოლურია, რომ 41%-ით არის გაზრდილი შემწეობის მიმღებთა რაოდენობა, ბოლო 13 წელში.
● 2012 წელს 501,445 ადამიანი იყო სოციალურად დაუცველი.
● 2025 წელს კი, უკვე 708,017 ადამიანს (41%-ით მეტს) აქვს იგივე სტატუსი.
● 347,000-ზე მეტი მოქალაქე სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთაა.
● 19 წლამდე ასაკის 278,640 ადამიანი, ანუ ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს.
● 227,600 შრომისუნარიანი ადამიანი უმუშევარია.
● თითქმის 50,000 ახალგაზრდა არც სწავლობს და არც დასაქმებულია.
● 1,5 მილიონი ადამიანი ემიგრაციაშია
● წინა წელს, 13,043 სიმსივნის ახალი დიაგნოზი დაისვა. რაოდენობა ყოველ წელს მზარდია.
● 89 დეპუტატიდან 33 მილიონერია.
● 14 მინისტრიდან 7 მილიონერია.
● დეპუტატის ხელფასი 12,800 ლარია, დევნილების დახმარება – წლებია მხოლოდ 45 ლარი.
● უდიპლომო პრეზიდენტის ხელფასი 16,000 ლარი გახდა, მოხუცების პენსია 20 ლარით გაიზარდა და 370 ლარია.
● პრემიერს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ნამყოფიც არ არის 16,000 ლარი გაუხდა ხელფასი, 33 ათასამდე ომის მონაწილეს კი, თვეში მხოლოდ 100 ლარს ურიცხავენ.
❗️ხელისუფლებაში დამნაშავეების, კორუმპირებულების, მკვლელობის დამკვეთებისა და მილიონერების რაოდენობის ზრდის პარალელურად იზრდებოდა ფასები საკვებზე და წამლებზე. იზრდებოდა შემწეობის მიმღებთა, მოშიმშილე ბავშვების, ავადმყოფების, თამაშ და ნარკო დამოკიდებულთა რაოდენობაც. ემიგრაცია საგანგაშო ნიშნულზე ავიდა.
ხოლო, ამ ყველაფრის ფონზე უფრო და უფრო მძლავრი ხდებოდა ხალხის ხელოვნურად დაყოფა, ერთმანეთთან დაპირისპირებულობა, პროპაგანდა და ტყუილი, რომ ყველა ჯერზე ჩვენი ყურადღება რეალური პრობლემებიდან – გამოგონილ, უსაგნო საკითხებზე გადაგვეტანა, რომ ვერ გამოგვერკვია, ვერ მიმვხდარიყავით სიმართლეს.
ამ მწარე სიმართლის გაცნობიერების გარეშე, ვერ შეიცვლება შემზარავი რეალობა და ჩვენი ყოფა-ცხოვრებაც.














კომენტარები