• რეკლამა
  • კონტაქტი
19:48, შაბათი, 8 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო” – SJC

ალია ავტორი - ალია
15:40 04-13-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
286

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” საზოგადოებრივი მაუწყებლიდან წამყვანების: ნინო ზაუტაშვილისა და ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის გათავისუფლებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტის მხრიდან განსხვავებული შეხედულების გამო თანამშრომლების დევნამ უმძიმესი ფორმები მიიღო და ეს ღიად არღვევს ჟურნალისტების შრომის, გამოხატვისა და თანასწორობის უფლებებს.

მათი თქმით, მთლიანობაში, მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები კონსტიტუციით დაცულ დამოუკიდებელ ინსტიტუტზე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური კონტროლის მოპოვებისა და მიტაცების უმძიმეს რეალობას აჩვენებს, რაც საქართველოში მედიის გაუარესებული მდგომარეობის ფონზე ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის შემაშფოთებელი ტენდენციის გამოვლინებაა.

“აშკარაა, რომ სახეზე გვაქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის კრიტიკული ჟურნალისტებისა და თანამშრომლების უკანონო, დისკრიმინაციული დევნა, რაც პირდაპირ უკავშირდება მათ მიერ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკის კრიტიკას. განსხვავებული მოსაზრებების გამო თანამშრომლების გათავისუფლება და დისციპლინური სანქცირება წარმოადგენს დისკრიმინაციულ მოპყრობასა და შრომითი უფლებების უხეშ დარღვევას, რაც ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციას, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მოვლენები – მათ შორის მაუწყებლის ძველ შენობასთან მიმდინარე უწყვეტი პროტესტი და მასზე არხის მენეჯმენტის რეაგირება – ნათლად მიუთითებს, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი ვერ ასრულებს მასზე დაკისრებულ მისიას: იყოს პოლიტიკურად ნეიტრალური, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია და უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული პროგრამული პრიორიტეტების შესრულება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია დემოკრატიული სისტემის ფუნქციონირებისთვის.მისი მოშლა, განსაკუთრებით პოლიტიკური კრიზისის დროს, კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში მედიის თავისუფლების მდგომარეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივი ინტერესების გამოხატვასა და დაცვას.

არხის მენეჯმენტის მიერ თანამშრომელთა პოლიტიკური ნიშნით დევნა და კრიტიკულად განწყობილი, პროფესიონალი ჟურნალისტების საქმიანობიდან ჩამოშორება უმძიმესი ლაქაა მაუწყებლის ისტორიაში. ეს პროცესები მკაფიოდ აყენებს დღის წესრიგში მენეჯმენტის ანგარიშვალდებულებისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს გათავისუფლებულ ჟურნალისტებს და მზად არის გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი მათი უფლებების და ინტერესების დასაცავად”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved