• რეკლამა
  • კონტაქტი
17:33, შაბათი, 20 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

ალია ავტორი - ალია
16:25 04-08-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
216

“მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე? ძალიან დავიძაბეთ!” – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დღეს ის ხელმძღვანელობს, რადგან პაპუაშვილი საზღვარგარეთ იმყოფება.

კამათი რუსულ კანონს მოჰყვა, რადგან ოპოზიცია ცდილობს პასუხების მიღებას “ოცნების” დეპუტატებისგან.

უნდა დავასრულოთ ახლა ამ თემაზე მსჯელობა, აღარ შეიძლება! ჩემს მიმართაც რაღაც შეკითხვები იყო და პასუხს გავცემ კიდევ, მაცადეთ! შალვა როგორ ატარებს ხოლმე ასე… ძალიან დავიძაბეთ! – თქვა ვოლსკიმ.

დეპუტატ თეონა აქუბარდიას შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვა გატეხა კანონის ხელმეორედ შემოტრიალებით.

მთავრობის განკარგულებების გამჭვირვალობით და მოსამართლეთა დეკლარაციების შემოწმებით დაიწყეთ. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებებით დაიწყეთ, გასაჯაროება რომ გეშინიათ – ალტერნატიულ კანონზე ვიმსჯელოთ, იმ გზით, რა გზითაც მიდის საფრანგეთი, რა გზითაც წავიდა ამერიკა, დიდი ბრიტანეთი. ტოლობის ნიშანი არ დავსვათ მტერსა და მეგობარს შორის, რასაც თქვენ აკეთებთ,” – მიმართა აქუბარდიამ. 

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, რუსული კანონის რეგისტრაციაში გატარება ბიუროს მიერ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება და ღალატია. მას სიტყვიერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი დაუპირისპირდა და ანა ნაცვლიშვილი ბიუროს სხდომაზე ტყუილისა და დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

ტყუილებს ავრცელებენ, ტყუილს საუბრობენ, დეზინფორმაციას რატომ ავრცელებთ?“ – ამ სიტყვებით მიმართა სეფაშვილმა ანა ნაცვლიშვილს.

ნაცვლიშვილის თქმით, დეზინფორმაციას ვინც ავრცელებდა, სწორედ ის გააჩუმა სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“.

მე მინდა დავაფიქსირო პოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ერთხელ უკვე ჩავარდა ამ პარლამენტში. განმარტებითი ბარათი მაქვს ხელთ, მე მიმაჩნია, რომ ამ კანონპროექტის რეგისტრაციაში გატარებაც კი საქართველოს პარლამენტში არის საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედება. ამ განმარტებით ბარათში წერია ტყუილები- მე რამდენიმე ტყუილს წავიკითხავ. აქ წერია, რომ ეს კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება, თურმე, ევროკავშირის სამართალს და არ ეწინააღმდეგება, თურმე, საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ეს არის დეზინფორმაცია! მე ხელთ მაქვს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ზუსტად ასეთ კანონთან დაკავშირებით, რომელიც იყო მიღებული რუსეთში, რომელთან დაკავშირებითაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიღო ვერდიქტი და თქვა, რომ ეს კანონი არის ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო და ეს არის რუსული. ასევე, მაქვს ხელთ ლუქსემბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ზუსტად ასეთი, ორბანის კანონი გააუქმა. აქ წერია ტყუილი, ეს არ არის კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს შეესაბამება. ბიურომაც კი რომ დაარეგისტრიროს ეს კანონი ტყუილებზე დაფუძნებით არის ქვეყნის კონსტიტუციის და ევროპული მომავლის ღალატი. დეზინფორმაციით დაკავებულები ხართ თქვენ და ამიტომ გაგაჩუმათ „ფეისბუქმა“, ზუსტად ევროპულ კონვენციაზე დაყრდნობით, დაგაწერათ ტყუილი! ანტიევროპული რუსული კანონი ამ ქვეყანაში არ უნდა დარეგისტრირდეს!“ – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

„ტვპირველი“

თეგები: არა რუსულ კანონს

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ

18:34 12-19-2025
თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წელი პარტნიორებთან ერთად შეაჯამა

16:00 12-19-2025
თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი
ახალი ამბები

თიბისის და GAIA-ს ლექციების სერია გრძელდება: AI და სამართალი

14:45 12-19-2025
მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!
ახალი ამბები

მოემზადეთ ახალი წლისთვის – PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო!

12:50 12-19-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved