• რეკლამა
  • კონტაქტი
21:39, ხუთშაბათი, 16 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მატრაკვეცობას მოეშვან… დღეგამოშვებით შევამოწმებთ” – პაპუაშვილი გერმანიის საელჩოზე

ალია ავტორი - ალია
19:35 04-16-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
64

შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული, ისევ ეხმაურება და ამბობს:

„მიჭირს რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთება. რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ მატრაკვეცობას უნდა მოეშვან. გერმანიის ხელისუფლება რომ ასე თავს ასაგდებად იხდის და საკუთარ თავს დასაცინად იხდის ასეთი სამარცხვინო, სასაცილო თავის მართლებებით, ხომ უნდა მიხვდნენ, რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ასეთი ქცევით. ასე ელაპარაკონ საკუთარ ელჩს და ერთმანეთთან ილაპარაკონ ასეთი უპატივცემულო ტონით, თუკი ჰგონიათ, რომ აქ ვინმეს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი “აიტიშნიკი'” ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? მერე იმას გვედავებიან ხოლმე, რომ ფული გვაქვს დასახარჯი, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო, საკუთარ ვებგვერდს მიხედონ ჯერ და მერე ილაპარაკონ ქართველ ხალხს.

რეალური მიზეზი თქვან, თუკი რაიმე სათქმელი აქვთ. მთელი სამარცხვინობა ამ ყველაფრისა არის ის, რომ სინამდვილეში რაც უნდათ, რომ თქვან, ვერც ამბობენ. არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არ აღიარების პროცესში არიან ახლა და ამის თქმასაც ვერ ბედავენ. ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართველ ხალხს და კატათაგვობანას გვეთამაშებიან. არასერიოზულია. რა სახეც შეუქმნა გერმანის ელჩმა გერმანიას, სამწუხაროდ ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. დღეგამოშვებით შევამოწმებთ ვებ-გვერდს, შევხედავთ, ქართველი ხალხის ნებას რომელი კალენდარული წლის, რომელი კალენდარული თვის, რომელიც კალენდარული დღეს აღიარებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. აქამდე თუ რუსეთისგან გვქონდა სუვერენიტეტი დასაცავი, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამას ვიცავთ, აღმოჩნდა, რომ ასეთი წვრილმანი, მართლაც მდაბიო საქციელით ცდილობენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფას“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?
ახალი ამბები

როგორ დაზოგო საწვავის ხარჯი 50 პროცენტით?

15:35 04-16-2026
ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ლიბერთი ბანკის შეძენა წარმატებით დაასრულა

12:44 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved