უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის გამოცხადებიდან 1 თვე გავიდა.
“ჩვენი წინააღმდეგობის ერთი თვე გავიდა – უკრაინის სახელმწიფოს, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის რუსეთის დაუნდობელ შემოჭრაზე. ერთი თვე გავიდა, რაც თავს ვიცავთ მცდელობებისგან, რომ გაგვანადგურონ, მიწასთან გაგვასწორონ. რუსული სამხედრო ძალების თავდაპირველი გეგმა შემოჭრის პირველივე დღეებში ჩაიშალა. მათ ეგონათ, რომ უკრაინელებს შეეშინდებოდათ, მათ სჯეროდათ, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, ისინი ცდებოდნენ”. – წერს ზელენსკი
კომენტარები