• რეკლამა
  • კონტაქტი
23:51, შაბათი, 27 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის“ – პეტიცია

ალია ავტორი - ალია
17:33 04-12-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
270

“მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის”, – მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები რუსული კანონის წინააღმდეგ პეტიციას ავრცელებენ.

პეტიცია დღეს, 12 აპრილს გავრცელდა, სადაც პედაგოგები საუბრობენ იმ საფრთხეზე, რაც ამ კანონის მიღებას მოჰყვება.

პეტიციის ავტორები მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგები ლადო აფხაზავა, სოფო გოგოხია და როლანდ შავაძე არიან.

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. 46 წლის წინ, ამ დღეს, საბჭოთა მძიმე უღლის მიუხედავად, საქართველომ შეძლო, დაეცვა საკუთარი იდენტობა, ენა. ვერანაირმა საფრთხემ ვერ შეუშალა ხელი ახალგაზრდების, მასწავლებლების, აკადემიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო და სხვა სფეროების წარმომადგენლების გაერთიანებას. დღესაც ასეთი გაერთიანება გვჭირდება – დაპირების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ისევ მზადაა მიიღოს რუსული კანონი, რაც საბოლოოდ შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს, ჩვენი ქვეყნის მრავალი თაობის ბრძოლითა და თავგანწირვით გაჩენილ შესაძლებლობას, საქართველო ევროპულ ოჯახს დაუბრუნდეს. ასეთ დროს, უპირველესად, ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა ვთქვათ ხმამაღლა, რომ ძალაუფლება არა ხელისუფლებას, არამედ ხალხს ეკუთვნის; დღეს თუ არ დავარქვით სახელი მოვლენებს, ხვალ უკვე შესაძლებლობაწართმეულ საქართველოში გავიღვიძებთ და საკლასო კედლებში არც დემოკრატიის პრინციპებზე საუბარს ექნება აზრი და არც ქართული მატერიალური თუ არამატერიალური კულტურის ძეგლების მნიშვნელობაზე. სრულად ვაცნობიერებთ, რომ ხელისუფლების წნეხი ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაზე ძალიან დიდია, არცერთ მმართველ პარტიას არ მოსწონებია დამოუკიდებელი, ავტონომიური, ნომენკლატურულ დღის წესრიგს გაცდენილი მასწავლებელი და დარწმუნებული ვართ, რომ ეს წნეხი კიდევ უფრო გაძლიერდება, მაგრამ ჩვენი ერთგულება პროფესიისადმი და პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე ყველა წნეხზე დიდია! 2023 წლის მარტის განსაკუთრებული დღეების მსგავსად, კიდევ ერთხელ ერთად დავდგეთ ისტორიის მართალ მხარეს და დავწეროთ ისტორიის ღირსეული ფურცელი! მასწავლებლების ხმა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!” – წერია პეტიციის ტექსტში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved