• რეკლამა
  • კონტაქტი
00:51, პარასკევი, 7 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასობრივი ძალადობის პრაქტიკები მოქალაქეებს სრულიად შიშველს და დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე – სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება

ალია ავტორი - ალია
23:35 01-18-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
215

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება ნიღბების ტარებისთვის საპროტესტო მსვლელობის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას:

„დღეს, უწყვეტი პროტესტის 52-ე დღეს, მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები სარაჯიშვილის მეტროსადგურიდან მსვლელობით თემქის პოლიციის განყოფილებასთან მივიდნენ. მოქალაქეებმა პოლიციურ რეჟიმთან დაუმორჩილებლობის გამოხატვის მიზნით სახე ნიღბებითა და შარფებით დაიფარეს, რასაც 6 ადამიანის ძალადობრივი დაკავება მოყვა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ და ვიდეოჩანაწერებშიც ჩანს, ერთ-ერთ დაკავებულის განყოფილებაში შეყვანისას შუშის კარები დაიმსხვრა. დაკავებულებს შორის არიან თეატრალური პლატფორმის “ჰარაკის” გუნდის წევრი – მარიამ პაიჭაძე, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, მსახიობი თამარ ჩუმაშვილი. აგრეთვე აქტივისტები – სონა კალანდაძე, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საპროტესტო აქციებზე ნიღბების აკრძალვის რეპრესიული კანონი “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ერთი თვის წინ მიიღო. როგორც კანონის ინიციატორები აცხადებდნენ, ცვლილება აქციაზე დანაშაულებრივი ქმედებების პრევენციას ემსახურებოდა, თუმცა იმთავითვე ცხადი იყო, რომ ის პროტესტში ჩართული მოქალაქეების დასჯის, დაშინებისა და შეკრების მონაწილეების დაკავების მასობრივი საფუძველი გახდებოდა.

სახის დაფარვის ბლანკეტური აკრძალვა, რა ფორმითაც ეს “ქართული ოცნებამ” დააწესა, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს (მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს), რადგან ის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შეზღუდვის თვითნებურ საფუძველს ქმნის და არ უშვებს გამონაკლისებს. მოქალაქეების გამოხატვის ფორმების კონტროლისა და თვითნებური აკრძალვების დაწესება კიდევ უფრო დაუსაბუთებელია იმ ფონზე, როცა შეკრებების დარბევისა და დაკავების დროს პრაქტიკულად ვერ ხერხდება სამართალდამცავების იდენტიფიცირება სწორედ ნიღბების ქონისა და მაიდენტიფიცირებელი ნომრების არ არსებობის გამო. “ქართული ოცნების” მიერ მართული და შეწყნარებული ე.წ. “ტიტუშკები” კი სწორედ ნიღბებში ძალადობენ მშვიდობიანი შეკრების მონაწილეებზე და ჟურნალისტებზე.

ბოლო პერიოდის დაკავების ფაქტების ანალიზი აჩვენებს, რომ დამკვიდრებულ პრაქტიკად იქცა სამართალდამცავების მხრიდან ადმინისტრაციული დაკავების მექანიზმისა და არაპროპორციული ძალის დაუსაბუთებლად გამოყენება. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა აშკარად არაპროპორციულად გამოიყენეს დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალა. როდესაც პოლიციელთა სიმრავლის გამო მოქალაქეს წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობა ისედაც არ აქვს, ძალადობრივი ფორმით განყოფილებაში შეყვანა და მისთვის დაზიანებების მიყენება წარმოადგენს ძალის გადამეტებას. ამ დრომდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომლის მანდატიც სწორედ საპოლიციო ორგანოების მიერ ძალის გადამეტებაზე რეაგირებას გულისხმობს, მომხდარზე განცხადება არ გაუვრცელებია.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტების დროს ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 500-მდე ადამიანი. მათ დიდ უმრავლესობას აღენიშნება პოლიციის მხრიდან ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის კვალი. არც ერთი სამართალდამცავი პირი ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით დაკავებული არ არის. უფრო მეტიც, არც ერთ პოლიციელს ამ დრომდე არ აქვს შეჩერებული უფლებამოსილება. ზემოთ განხილული აბსოლუტურ უმრავლესობაში საერთო სასამართლოებმა დაადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ პატიმრობა ან მაღალი ჯარიმები გამოიყენეს.

აღნიშნული პრაქტიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ “ქართული ოცნების” მმართველობამ რეპრესიული ბუნებას მიიღო და სამართალდამცავი ორგანოები სრულად პარტიული ინტერესებს დაექვემდებარა. ყოველდღიურ რეჟიმში მოქალაქეების მასობრივი დაკავება და მათზე ფიზიკური ძალადობა პროტესტის დასუსტებას და დასჯას ისახავს მიზნად და ავტორიტარული მმართველობის გაფორმების უმძიმეს ტენდენციას აჩვენებს. სახელმწიფო ინსტიტუტების პოლიტიზირება და მასობრივი ძალადობის პრაქტიკები მოქალაქეებს სრულიად შიშველს და დაუცველს ტოვებს რეპრესიული აპარატის წინაშე. უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტისა და უპრეცედენტო საერთაშორისო წნეხის ფონზე კი აშკარაა, რომ “ქართულ ოცნებას” არ გააჩნია არსებული ღრმა კრიზისის დაძლევის პოლიტიკური სტრატეგია. ამ რეალობას ქვეყანა შეჰყავს ჩიხში, რომელსაც უმძიმესი და გრძელვადიანი გავლენა შეიძლება ჰქონდეს ქვეყნის განვითარებაზე და მომავალზე.

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საგამოძიებო ორგანოებს:

  • დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ დაკავებული პირები;
  • საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია დაკავებული პირების ადგილსამყოფელისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
  • გამოიძიონ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების და შეკრების მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.“
თეგები: სოციალური სამართლიანობის ცენტრი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი
ახალი ამბები

“მძიმედაა საქმე საპატრიარქოსთან მიმართებაში – აგრერიგ პატივაყრილი სამღვდელოება ჯერ არ მინახავს” – იოსებ ბაჩიაშვილი

14:48 08-05-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი
ახალი ამბები

„საგანძურის მარათონში“ ახალი თვე დაიწყო – ახალი შანსები, ახალი გამარჯვებულები და 250 000-ლარიანი საპრიზო ფონდი

13:05 08-06-2026
თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია
ახალი ამბები

თიბისის მობილბანკიდან ლონდონის საფონდო ბირჟაზე ინვესტირება უკვე ელემენტარულია

14:49 08-05-2026
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო

13:02 08-05-2026
მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
ახალი ამბები

მზეს ვერ დაემალები – PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს

12:55 08-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved