• რეკლამა
  • კონტაქტი
00:55, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მასმედია და პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დაეგმოთ ტერორიზმი, საეთერო დროს უთმობენ მალხაზ მაჩალიკაშვილს – დავით ჩიხელიძე

ალია ავტორი - ალია
13:35 08-27-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
42

ორგანიზაცია “დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი”-ს ხელმძღვანელ დავით ჩიხელიძე:

“უკანასკნელ პერიოდში ავღანეთში მმართველი რგოლი დაიკავა ე.წ. „თალიბანის დაჯგუფებამ“, რომელიც ამ მომენტამდე, რიგ ქვეყნებში ფლობდა ტერორისტულ ორგანიზაციის სტატუსს, ხოლო ახლა არის მმართველი ძალა და მსოფლიოში, „დიდი ქვეყნების“ მიერ სრული პასუხისგებლობით განიხილება მათთან, ოფიციალური თანამშორმლობის შესაძლებლობა.

ამ ფონზე, სხვადასხვა ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში გააქტიურდა ექსტრემისტული იდეოლოგიის მოქნე ორგანიზაციები, კერძოდ საუბარია „ისლამური სახელმწიფოს“, ასევე „ალ-ქაიდას“ მომხრე ე.წ. ,,სალაფიტურ ჯამაათებზე“, რამაც ასევე „დომინოს ეფექტით“ გამოიწვია ახალგაზრდებში, ე.წ. „ვერბოვკის“ ფაქტების მატება.

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, განსაკუთრებით სასიამოვნოა “სუს”-ის ეფექტური რეაგირება, რომლის ფარგლებშიც დროულად აღკვეთა ტერორისტული საფრთხეები, თუმცა განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ტერორისტული იდეოლოგიის სამიზნეები გახდნენ ახალგაზრდები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ მოსალოდნელ სასჯელს და შედეგად შეიძლება ითქვას კარგავენ საკუთარ მომავალ ცხოვრებას (სუს-ის ბოლო, შეიძლება ითქვას უპრეცედენტოდ წარმატებულმა სპეცოპერაციამ, დაადასტურა ხსენებული ფაქტი).

აღნიშნულ საკითხებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ მიუხედავად “სუს”-ის ხელმძღვანელებისა და მათი თანამშრომლების მაღალი პროფესიონალიზმისა, სასურველია, რომ პოლიტიკურმა ელიტამ და მასმედიის თანამშრომლებმაც, ხსენებულ დამძიმებულ ფონზე გამოიჩინონ მეტი პასუხისგებლობა, რადგან მათი ქმედებები, აშკარად ქმნის ტერორიზმის წახალისების საფრთხეს და ხელს უწყობს ანარქიის გამეფებას.

რას ვგულისხმობ? აი თუნდაც უკანასკნელი სპეცოპერაცია რომ ავიღოთ, მასმედია და პოლიტიკოსები, ნაცვლად იმისა, რომ ღიად დაეგმოთ, ტერორიზმი და გამოეცხადებინათ მხარდაჭერა სახელმწიფო სტრუქტურებისთვის, ამ მეტად მნიშვნელოვან საქმეში, აკეთებენ სრულიად საპირისპიროს და მისდევენ საკუთარ ვიწრო ინტერესებს, კერძოდ საეთერო დროს უთმობენ მალხაზ მაჩალიკაშვილს (რომელიც არ იქნა შეშვებული რიგ ევროპულ ქვეყნებში) და ამ პიროვნებას აძლევენ ფაქტებით მანიპულირების საშუალებას.

კერძოდ, მაჩალიკაშვილი გამოდის და აბრალებს ხელისუფლებას, რომ თითქოსდა მიმდინარეობს წინასაარჩევნო „თამაშები“ და რომ თითქოსდა ხსენებული ხალხი დაიჭირეს მასთან კავშირის გამო, წინასაარჩევნო ხმების მისაღებად (საინტერესოა, რომ იმ პირთა უმრავლესობა, რომელიც მის ირგვლივ ტრიალებს ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია ტერორიზმთან).

ხსენებული ფორმით გასულ სიუჟეტებში ოპოზიციური მედია, ფაქტებისა და მტკიცებულებების გარეშე, ხელს უწყობს ალტერნატიული აზრის გავრცელებას, თესავს ეჭვებს საზოგადოებაში და მანიპულაციის გზით ცდილობს მოახდინოს წარმატებული სპეცოპერაციის დისკრედიტაცია, რაც წარმოადგენს შეგნებულ მავნებლობას (ისინი ნებსით თუ უნებლიედ, საკუთარი მავნე ზრახვების შესაბამისად, ხელისუფლების დისკრედიტაციის სურვილით შეპყრობილები ხელს უწყობენ უმძიმესი ბრალდებით დაკავებული ტერორისტების“ გათეთრებასაც კი“)“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved