• რეკლამა
  • კონტაქტი
21:06, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მასიური დაშინება, ცესკო “ოცნების” კონტროლის ქვეშ” – ევროსაბჭოს საგანგაშო განცხადება

ალია ავტორი - ალია
18:03 10-03-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
353

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია უმძიმეს განცხადებას აქვეყნებს – დოკუმენტზე ხელმომწერები ღიად აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოდან საგანგაშო ცნობებს იღებენ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მისატაცებლად ემზადება.

მეტიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ივანიშვილის ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მოექცა.

ამასთან, როგორც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისია ოფიციალურ განცხადებაში წერს, “ქართული ოცნება” ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ მასიური დაშინების კამპანიას აწარმოებს, რაც ქმნის იმგვარ წინასაარჩევნო გარემოს, რომელშიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება რთული გახდება.

“არჩევნების შედეგების საერთაშორისოდ აღიარების მიზნით, მაღალჩინოსნებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული მოქმედება და შეცვალონ კურსი“– აღნიშნულია განცხადებაში.

ჩვენ, დოკუმენტზე ხელმომწერები ვაცხადებთ შემდეგს:

საქართველოდან შემოდის საგანგაშო ცნობები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოსაპარად ემზადება.

ეს მოიცავს მასიური დაშინების კამპანიას ოპოზიციის კანდიდატებისა და მათი მხარდამჭერების წინააღმდეგ. ასევე იყო ფიზიკური თავდასხმები ოპოზიციის აქტივისტებზე.

ამომრჩეველს ასევე აშინებენ ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხმის მიცემის საიდუმლოებას – “ხელისუფლება გაიგებს, თუ როგორ მისცემს ამომრჩეველი ხმა და ამას ექნება შედეგები”.

არჩევნების დამკვირვებელთა ბევრ ეროვნულ ჯგუფს აბრკოლებენ თავიანთი საქმის კეთებაში ანტიკორუფციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების შედეგად, ეგრეთ წოდებული “უცხოელი აგენტების კანონის” ძალაში შესვლამდეც კი.

საბოლოოდ, როგორც ჩანს, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლახან მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა.

ამგვარმა ქმედებებმა შექმნა წინასაარჩევნო გარემო, რომელშიც ძალიან რთულია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. არჩევნების შედეგების საერთაშორისოდ აღიარების მიზნით, მაღალჩინოსნებმა უნდა შეწყვიტონ ანტიდემოკრატიული მოქმედება და შეცვალონ კურსი.

ამდენად, საერთაშორისო არჩევნების დამკვირვებლების, მათ შორის, საპარლამენტო ასამბლეის, როლი გადამწყვეტია იმისათვის, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავისუფლად განსაზღვროს თავისი მომავალი”. – წერია ევროსაბჭოს ასამბლეის განცხადებაში. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved