• რეკლამა
  • კონტაქტი
13:08, შაბათი, 26 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაშანტაჟებენ და დაჭერით მემუქრებიან” – ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
11:57 09-26-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
85

ადვოკატი პროკურატურას მასზე ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს – ია სირანაშვილი, რომელიც ამბობს, რომ თამაზ ელიზბარაშვილის დაკავების დღეს, პოლიციის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამბობს რომ მას გაუთქმელობის დოკუმენტზე ხელმოწერას აიძულებენ, რათა შემდეგ ამ საქმის შესახებ ხმამაღლა აღარ ისაუბროს.

სირანაშვილი არ გამორიცხავს, რომ სავარაუდო ძალადობის საქმე მას უკან შემოუბრუნონ და თავად გამოაცხადონ დამნაშავედ.

იმის ნაცვლად, რომ დაზარალებულად ვეცანი, აქეთ მაშანტაჟებენ და დაჭერით მემუქრებიან” – ეუბნება “პირველებს” ადვოკატი.

სისტემას უკვე ისე ეშინია თავისი დანაშაულის და ძალადობის, რომ შეთხზეს სრული კომედია. საქმის მასალებიდან ირკვევა, თუ როგორ მივედი მე მარტო ქალი, ადვოკატი ჩაცუცქულ, უმწეო პოლიციელთან, ვეძალადე მათ და ვცადე ტელეფონის წართმევა, გათიშვა, შემდეგ შევავიწროვე სექსუალურად, ეს არის ვერსია, რომლის განვითარებასაც აპირებენ. ეს არ არის ჩვენებები, მე მაქვს გაუთქმელობაზე ხელი მოწერილი. ეს არის ვერსია, რისიც რცხვენიათ, რომ გარეთ გამოვიტანო და საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე. ვერაფერი ვერ დაუმტკიცეს ფაქტს, იმას, რომ მაქვს ვიდეო-მტკიცებულებები, რეალურად დაზიანებები და ამიტომ მოიფიქრეს ახალი მეთოდი ჩემი გაჩუმების. ჩემი ხმის ამოღებისაც ეშინიათ. დამემუქრნენ, რომ შენ ხარ გაფრთხილებული და თუ შენ რამეს იტყვი, შენს მიმართ აღვძრავთ საქმეს და დავიწყებთ გამოძიებას. იმის მაგივრად, რომ 3 კვირა გავიდა და დაზარალებულად ვეცანი პროკურატურას, ამის ნაცვლად მხვდება გამოძიებაში რა – რომ აქეთ მაშანტაჟებენ, აქეთ მემუქრებიან პატიმრობით, მე თუ გავამხელ საქმის მასალებს, თუ გავამხელ იმ პირებს, რომლებმაც მეძალადნენ მე. ანუ მე ვარ უკვე ზემოდან მუქარის მსხვერპლი”, – აცხადებს ია სირანაშვილი. 

შეგახსნებთ, რომ 1-ელ სექტემბერს, ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ ბინაში ჩხრეკისას, ია სირანაშვილმა თქვა, რომ მას სამართალდამცველებმა ბინა ძალით დაატოვებინეს და მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ადვოკატის მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან ადვოკატ ია სირანაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
ახალი ამბები

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა

17:37 09-25-2026
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ამირ კაკაბაძის საიუბილეო წიგნი გამოიცა

17:04 09-25-2026
კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის
ახალი ამბები

კახეთის სასტუმროები: 4 ძირითადი კრიტერიუმი სწორი არჩევანისთვის

15:34 09-25-2026
სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!
ახალი ამბები

სილქფესტის მრავალფეროვან პაკეტებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს!

15:05 09-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved