მარცხენა ხელს ვერ ხმარობს, აქვს ძლიერი ტკივილები და უჭირს გადაადგილება, – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღეს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილს ტუბერკულოზი ჯერჯერობით არ დაუდგინდა, თუმცა კვლევები გრძელდება.
“მე ვიცი ის, რომ ტუბერკულოზი თითქოს არ დადასტურდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით და კვლევები, მგონი, გრძელდება. უკვე რამდენი ხანია, მე ვხედავ, რომ მარცხენა ხელს ვეღარ ხმარობს და აქვს ძლიერი ტკივილები. რა თქმა უნდა, ვერ დადის. გუშინ რომ ვკითხე, ორი ნაბიჯი რომ გადადგას იმ „ხადულკებით“ ძლივს, მე ვუთხარი, რომ მაგის გარეშე ვითომ ვერ დგამ,-მეთქი? „რას ლაპარაკობ, წავიქცევიო“, – თქვა ალასანიამ.
კომენტარები