მარტყოფში, ოჯახური კონფლიქტის დროს კაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გაშველების დროს, მცირე დაზიანება მიიღო შვილმაც.
გავრცელებული ინფორმაციით, პირს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები