თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა მთავარ პროკურორთან ცოტახნის წინ დასრულდა, თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი, ამბობს, რომ ამ შეხვედრის მერე საქმეში FBI ჩაერთვება. თამზაშვილის თქმით, შოთაძემ აღნიშნა, რომ მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი ზედმეტია.
„მთავარი პროკურორისგან დაპირება მივიღე, რომ FBI ჩაერთვება ნებისმიერ ექსპერტიზაზე, რასაც კი მოვითხოვ. მარტო თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბარი მან ზედმეტად მიიჩნია, ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება და ყველა ვერსია უნდა იყოს გადამოწმებულიო“
cyc.ge
კომენტარები