პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
,,განვიხილეთ პარლამენტის საფინანსო კომიტეტზე 2024 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. ყველას ეზრდება ყველაფერი სახელმწიფო სექტორში, ფუფუნებით დაწყებული, ხელფასებით დამთავრებული. ერთადერთი, ვისაც არაფერი ეზრდება, ესაა ფსიქიკური ჯანდაცვის სფერო. “ზრდა” არის ნული თეთრი.
სამარცხვინო ფაქტია. მარტო ესეც არის საკმარისი, რომ გაანთავისუფლო ჯანდაცვის სამინისტროს მთელი ხელმძღვანელობა დაკავებული თანამდებობებიდან.”
კომენტარები