• რეკლამა
  • კონტაქტი
06:44, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მართვის მოწმობის აღების წესი იცვლება

ალია ავტორი - ალია
11:12 07-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
50

ავტომობილის მართვის პრაქტიკული გამოცდის რეალურ მოძრაობაში ჩაბარება სავალდებულო2022 წლის მარტიდან გახდება – ამას ითვალისწინებს “საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში” შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობის აღების გამოცდებს. დახურულ მოედანზე გამოცდის ჩაბარების გარდა, მართვის მოწმობის აღების მსურველს გამოცდის ჩაბარება რეალურ, ქალაქის პირობებშიც მოუწევს. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ეს ცვლილება უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მისცემს ქართული მართვის მოწმობების ევროპულ მართვის მოწმობებში გადაცვლის საშუალებას.

ამბობს, რომ B და BE კატეგორიის მართვის მოწმობის აღების მსურველებს რეალურ პირობებში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 2022 წლის 14 მარტიდან მოუწევთ, დანარჩენი კატეგორიებისთვის კი ცვლილება ძალაში 2022 წლის 3 ოქტომბრიდან შევა.

როგორც დარახველიძე ამბობს, ახალი კანონპროექტის ფარგლებში, მოხდება გამოცდის პროცესის ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

“რათა არ გაჩნდეს რაიმე კითხვები გამოცდის პირობებში ჩვენ შემოგვაქვს რეგულაცია, რომლითაც მოხდება გამოცდის სრული ჩაწერა, აუდიო-ვიდეო გადაღება. თუკი გამოცდის შედეგები კონკრეტული მხარის მხრიდან გასაჩივრდება, მას საშუალება ექნება, რომ გაეცნოს გამოცდის ჩაბარების პროცესს”, – განაცხადა დარახველიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შეეხო მართვის მოწმობის ასაღები გამოცდისთვის გადასახდელი თანხის ოდენობასაც.

“ვინაიდან ხდება ახალი მომსახურების დაწესება, კანონში უნდა მოხდეს შესაბამისი ღირებულებების განსაზღვრა. ვინაიდან პრაქტიკული გამოცდის ახალი კომპონენტი დაემატა, განისაზღვრა, რომ B და BE კატეგორიისთვის ეს იქნება 90 ლარიანი გადასახადი, თუმცა დანარჩენი გადასახადი, რაც დაკავშირებულია თეორიულ გამოცდასთან და მის დახურულ სივრცეში ჩატარებასთან, ამ შემთხვევაში თანხა არ იზრდება და კვლავ 40 ლარი იქნება, რომლის სანაცვლოდაც ადამიანს, რომელსაც გამოცდის გავლა სურს, შეეძლება გაიაროს პრაქტიკული გამოცდა და დახურულ მოედანზე მისი ჩაბარების შესაძლებლობა 5-ჯერ ექნება. რაც შეეხება სხვა კატეგორიებს, რეალურ, ანუ ქალაქის პირობებში გადასახადი წესდება 150 ლარის ოდენობით და დაახლოებით 1 წლის განმავლობაში თუკი გამოცდას ვერ ჩააბარებს, მას საშუალება ექნება განმეორებით გავიდეს გამოცდაზე”, – აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved