• რეკლამა
  • კონტაქტი
13:35, ხუთშაბათი, 12 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მართვის მოწმობის აღება მარტივდება – რამდენი შეცდომის დაშვება შეეძლება კანდიდატს?

ალია ავტორი - ალია
18:50 05-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
398

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც საგამოცდო ბარიერი როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ გამოცდებზე კანდიდატების სასარგებლოდ იცვლება.

ცვლილებების ნაწილი 15 ივნისიდან ამოქმედდება:

  • თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა დააგროვოს 30-იდან მინიმუმ 25 ქულა. [აქამდე, კანდიდატს მხოლოდ 3 შეცდომის დაშვება შეეძლო].
  • 15 ივნისიდან, B კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მსუბუქი შეცდომების ლიმიტი 12-დან 15-მდე იზრდება.
  • ცვლილებამდე არსებული წესით, მე-12 მსუბუქი შეცდომა ავტომატურად გამოცდის შეწყვეტას (მძიმე შეცდომას) ნიშნავს. ახალი წესით, კანდიდატს 14 მსუბუქი შეცდომის დაშვების უფლება ექნება, მე-15 შეცდომა კი გამოცდის შეწყვეტას გამოიწვევს.

„B კატეგორიისა და B1 ქვეკატეგორიის სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე მძღოლობის კანდიდატმა უნდა უპასუხოს 30 საგამოცდო ტესტს (ბილეთი). თეორიულ გამოცდაზე დადებითი შეფასების მისაღებად მძღოლობის კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 25 ქულა.

ასევე, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის რიგში დასაჯავშნი ადგილების მძღოლობის კანდიდატებს შორის შესაძლო თანაბარი გადანაწილების პირობების უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია/ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს მძღოლობის კანდიდატთა ბაზის ანალიზს და აღნიშნული მიზნის შესაბამისი, სააგენტოს მიერ შემუშავებული პრიორიტეტების (მაგ.: პირველადი გასვლა, ნაკლები გასვლა, რიგში დაჯავშნის მოლოდინის დიდი პერიოდი და ა.შ.) საფუძველზე რიგში ადგილების დაჯავშნის სისტემის მართვას.

მძღოლობის კანდიდატს გამომცდელის მიერ მიეცემა გონივრული დრო შესაბამისი უნარ-ჩვევის განმეორებით გამოვლენის/შესაბამისი შეცდომის აღმოფხვრის შესაძლებლობა. აღნიშნული მიზნით, გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მიეცემა შესაბამისი მითითება (მაგ.: „გთხოვთ კიდევ ერთხელ შეამოწმოთ საგზაო მოძრაობისთვის მზადყოფნა“). გამომცდელის მიერ მძღოლობის კანდიდატს მითითება მიეცემა თავისუფალი თხრობით, თუმცა მითითება შინაარსობრივად უნდა შეესაბამებოდეს მძღოლობის კანდიდატის მიერ შესაბამისი უნარ-ჩვევის გამოვლენის შესაძლებლობის განმეორებით მიცემის მიზანს. ამასთან, გამომცდელი უფლებამოსილია გააჩეროს საგამოცდო ავტომობილი ან მძღოლობის კანდიდატს მისცეს საგამოცდო ავტომობილის გაჩერების მითითება. შეცდომები შეიძლება დაფიქსირდეს შესაბამისი უნარ-ჩვევის შესაბამისი მითითების მიცემის შემდეგ ვერ გამოვლენის შემთხვევაში”,- ნათქვამია დოკუმენტში.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
ახალი ამბები

“შუა დერეფანი და საქართველო” – თიბისი კაპიტალმა ბიზნესისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს კვლევა წარუდგინა

18:51 11-11-2026
ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია
ახალი ამბები

ბაზისბანკი ლეჩხუმში „ქორენიშული ვერანდის“ მხარდამჭერია

18:42 11-11-2026
ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად
ახალი ამბები

ოქტომბრის განახლებები მობაილბანკში – ახალი შესაძლებლობები მომხმარებლების ყოველდღიურობის გასამარტივებლად

14:26 11-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved