• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“ – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:02 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემს მიერ ამნისტირებული – მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე იმ ორ საქმეზე ისაუბრა, რომელზეც გასამართლებულია.

“რაც შეეხება იმას, რაზეც ვარ გასამართლებული. მე უკვე ორ საქმეზე ვარ გასამართლებული, რომ არ გამომეხედა საქართველოსკენ. ერთი საქმე ეხება გაუგონარ რაღაცას, პრეზიდენტის მიერ შეწყალებას ე.წ. გირგვლიანის საქმეზე, რომელიც არანაირი გირგვლიანის საქმე არ არის. ასე დაარქვეს პიარისთვის. ტრაგედია იყო სანდრო გირგვლიანის სიკვდილი, ის ოფიცრები იყვნენ დაკავებულები, 2008 წლის ომის შემდეგ მოხდა ამნისტია სამხედროების, 280 სამხედროსი, მათ შორის ერთი თმებით დამათრევდა გლდანის დაწესებულებაში, ჩემს მიერ ამნისტირებული. ოღონდ ამნისტია კი არ მოხდა, ორჯერ მოხდა საპატიმრო ვადის შემცირება, განახევრება. იქიდან გავიდა კიდევ ექვსი თვე და ორმა სხვადასხვა მოსამართლემ გამოუშვა ესენი „უდოთი“ და აქედან ერთი მე მასამართლებს პიჯაკების საქმეზე. მართლა ხომ არ ბნელა, ხალხო? ჩალით ხომ არ არის ეს ქვეყანა დახურული“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გელაშვილის საქმეზე საუბარიც ზედმეტია, რადგან საქმეში სამარცხვინო ჩვენებაა.

„მეორე საქმეზე აღარ ვლაპარაკობ. გელაშვილის საქმეზე ერთადერთი ჩვენება არის, კლასიკური ტერმინი, მე გავიგე, რომ იმან გაიგო – აი, ამ ჩვენებით ვარ გასამართლებული, რომელიც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, არც ერთ სამართლებრივ სისტემაში არ შეიძლება, იყოს მიღებული, როგორც მტკიცებულება. რა გასაკვირია, რომ როცა ეს განაჩენები გამოიტანეს და „ინტერპოლს“ გაუგზავნეს, „ინტერპოლმა“ გადაიხარხარა და თავზე გადაგახიათ ეს განაჩენები, როგორც სამარცხვინო და არც დაუწყიათ განხილვა.  მე თვითონ ველაპარაკე „ინტერპოლის“ დირექტორის მოადგილეს, რომელმაც თქვა, რომ თქვენი პროკურატურა არის სამარცხვინო“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved