ადვოკატი, გურამ კონტუაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“გადააზრება როგორც თაობის მოვალეობა
ა) მოკლედ უკანასკნელი პერიოდია ძირითადად იმასთან ერთად რაც ყველაზე უფრო მიყვარს წერასთან ერთად მაინტერესებს აფხაზეთის საკითხი, კერძოდ იმ მიდგომების ან/და წესების გააზრება რომელიც დღეს როგორც მოცემულობა გვაქვს. უპირველესად საინტერესოა ტერმინი: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. სიმართლე გითხრათ აღნიშნული ტერმინი საკმაოდ უცნაურია ჩემთვის რადგანაც ტერმინი რომელიც შობს აზრს შემდეგია: ტერიტორიაზე იურისდიქციის გავრცელება, დაბრუნება და ა.შ. არსად არ ისმის მთავარი და ეს მთავარი უფრო მნიშვნელოვანი მგონია ვიდრე ტერიტორია ხოლო აქამდე კითხვებით უნდა მივიდეთ. უპირველესი კითხვა არის შემდეგი: ჩვენ როგორც ერს რა გვინდა? აი მართლა რა გვინდა?
ბ) გინახიათ ბოლო რამდენიმე წელიწადია სიღრმისეული ნაშრომი რომელიმე პირის რომელიც ზუსტად დასახავს მიზანს, ჩვენ როგორც ერს რა მიზნები გვაქვს?
გაცნობიერებული გვაქვს კი ჩვენთვის როგორც ერისთვის რა არის დღეს ჯერ არსი ანუ გასაკეთებელი რა გვაქვს?
ეს საკითხი არ უნდა იდგეს განყენებულად რადგანაც ეს განსაზღვრავს ე.წ. შემდგომ მოქმედებათა ჯამს. მოცემულობა რა გვინდა არ უნდა იქცეს იდეოლოგიად, რადგან იდეოლოგია კლავს ინდივიდს.
გ) საქართველო ქართველებისთვის არის ტყუილი რადგან შეუძლებელია და მით უფრო ასეთი საქართველო არასოდეს არსებულა.
ანუ მაშინ ვინ უნდა გვთავაზობდეს სააზრევს?
პოლიტიკოსები?
ნამდვილად არა, ერთისთვის წმინდა ძროხას ასრულებს ჯემალი თუ ჯუმბერი მეორესთვის თავისუფალი ბაზარი მესამესთვის სოციალური თანასწორობა და ა.შ. როცა ყველაფერი იდეოლოგიაა და მეტი არაფერი. რადგანაც ჩვენ ჯერ კიდევ ჩამოყალიბებულები არ ვართ რა გვინდა რა უნდა შევთავაზოთ აფხაზსს?
კი სწორედ გაიგეთ აფხაზსს და არა ტერიტორიული მთლიანობა.
დ) ამას როცა ვწერ ნამდვილად არ ვიცი მამაჩემი ამას როგორ შეხედავდა (აფხაზეთის ომის გმირი, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხსი ორდენოსანი, ბოდიში ამ ჩანართისთვის მაგრამ ვთვლი, რომ სწორედ ეს მაძლევს უფლებას გამბედავი ვიყო, მათ შორის მამის მიმართაც), არც ის ვიცი მოიწონებდა თუ არა ჩემს აზრს. მოკლედ ჩვენ რა გვინდა ისევ უკან დავბრუნდეთ აფხაზი თუ აფხაზეთი?
ეხლა მართლა ვინმეს წარმოგიდგენიათ რამეში მაინტერესებდეს ადგილი ან კვადრატულობა?
თავისუფლება 4 კვადრატშიც შეიძლება მოიპოვო შესაბამისად ჩემთვის უმნიშვნელოა აზრი არ აქვს ტერიტორიას რადგან ამითი ჩვენ ვემსგავსებით იმავე მტერს რომელიც გვებრძვის:
ე) რუსეთს!!!რუსი!!! შესაბამისად უპირველესი კითხვა უნდა გადავიაზროთ:
აფხაზი თუ აფხაზეთი?
კი აფხაზებმა მოგვიკლეს, კი სისასტიკე ჩაიდინეს, კი აწამეს, კი ბევრი კის გეტყვით აი ძალიან ბევრს მათ შორის მეც ვიტყვი რომ ბავშვობა წამართვეს (პირველი მოგონება ავტომატი კალაშნიკოვია, დაბომბვა და გაქცევაა, შიში და ა.შ.)
მაგრამ იქ უნდა დავრჩეთ?
თაობა რომელიც ჩემზე წინ იყო მასწავლიდა (მათ შორის მეომრების წრეში გავიზარდე, მეომრის პატივისცემა, თითოეული ბრძოლის მომენტი შეიძლება მოვყვე) კი მამა აფხაზსს მტრად თვლიდა და ამას მასწავლიდა, რომ მტერია რუსი, რომ ჩვენ იქ:
მხოლოდ ბრძოლით და ომით დავბრუნდებით, მაგრამ იმასაც მასწავლიდა, რომ (სანამ მოასწრო) საქართველო უპირველეს ყოვლისა.
ისევ კითხვა დავსვათ აფხაზი თუ აფხაზეთი?
ვ) აი აქ კი შემდეგ ჩანართი უნდა შემოვიტანო: მართლა გგონიათ, რომ სადღაც ჟენევაში, ვინმე ჰენრი და ჯონი ჩვენს მაგივრად მოელაპარაკება აფხაზსს?
ან მასაჩუსესს უნიში უფრო კარგად იციან ჩვენ რა გვინდა?
ან პირდაპირ იმ ხალხზე, რომელიც წლებია ამ თემაზე მუშაობენ: ერთი მაინც რაიმე გადააზრება შეძლეს თვითონ საქართველოში? გადააზრებაში არ ვგულისხმობ ღვიძლი გადაურჩინეს თუ ცხედარი გადმოასვენეს ეს არ არის მიღწევა ეს ვალდებულებაა, მე ვსაუბრობ იმაზე, რომ:
რა შედეგი დადეს?
ანდა მართლა გონიათ, რომ სხვა მიხედავას ამას და ვიღაც ვალოდია მოვა და დააბრუნებს და იტყვის აბა ჰე ერთად იცხოვრეთო? უპირველესი კითხვაა:
აფხაზი თუ აფხაზეთი?
ზოგი ამაზე მპასუხობს ორივე, ეგეც შეცდომაა….
ზ) ეხლა სხვა ჩანართი შემოვიტანოთ, რას გვეუბნებიან თვითონ პოლიტიკოსები: ანაკლია დაგვაბრუნებინებს აფხაზეთს, მერე აქტიური დახმარება მერე ჟენევის ფორმატი, ზოგი მოსკოვში გარბის, ზოგი აქ ჭუჭრუტანაში გამოკეტილი თავისუფალ ბაზარს მთავაზობს როგორც წმინდა ძროხას და ვინმე გვაძლევს სააზროვნოს, ანუ არა იმას მე დამიჯერე არამედ იაზროვნე, სიმძიმის ცენტრი არა იდელოგია არამედ ადამიანი გახადე/გახდეს, რომელიმე ამაზე საუბრობს?
არა დადიან აზრის აჩრდილებივით და როგორ უნდა რომ ყველამ მათსავით იფიქრონ და ტაში მეგობრებო მაჟორიტარი ვარ…
აი რა შედეგი მერე?
ნათესავმა დიდ კაცად ჩაგთვალოს თუ ჟურანლისტი აიღებს მერე შენგან ინტერვიუს?
ესაა მაქსიმუმი?
მერე ერთი გამოვა მეორეს მონას დაუძახებს პირველი 9 წელი მეორე 8 წელი და არავინ არ საუბრობს, ჩვენ ერს რა მიზანი გვაქვს…
თ) გაგვიგია აფხაზეთი ჩვენი ტკივილია მერე?
ანუ ამით რას მეუბნები? ანუ ეს და მორჩა? ეხლა უკვე გადავალ ე.წ. აფხაზეთის მთავრობაზე სადაც ნუ ჩემი მეგობრებიც შეიძლება იყვნენ… არაფერს არ აკეთებთ მეგობრებო რადგან გზააბნეული ხართ რადგანაც არ საუბრობთ, არ იგიჟებთ თავს გადააზრებაში, არ ფიქრობთ მთავარზე აფხაზი თუ აფხაზეთი, რა გვინდა ჩვენ დაბრუნება? მერე რითი? საახალწლო საჩუქარი რაიმეს რომ ცვლიდეს კარგი იქნება…
ისევ აფხაზეთი ჩვენი ტკივილია მერე?
აფხაზეთი ტკივილი შეიძლება არის უპირველესად არის მიზანი, ერს მიზნის გარეშე ყოფნა გავს გათითოკაცებულ საძოვარზე მიშვებულ კოლექტივს, რომელიც მხოლოდ მე, მე, მე, და ჰენრი ან ჯონის უნდა რომ საკუთარი პასუხისმგებლობა აკიდოს რადგან ასე მარტივია, ასე ხომ იოლია იქ სადღაც ჯონი მიშა ბიძო ირაკლი მოაგვარებს და რას?
გინდათ ვიღაც ჯონიმ ჩვენი გასაკეთებელი გააკეთოს და გვითხრას რა არის ჩვენი მიზანი?
მაშინ რა ჯანდაბად გვინდა ეს თავისუფლება და დამოუკიდებლობა?
თუ ჰენრი ან ჯონი ან ვალოდია მიწყვიტავს იმას რაც მე უნდა გადავწყვიტო, მე როგორც ერმა უნდა ავირჩიო მიზანი და გავაცნობიერო, გადავიაზრო, შევიმეცნო მიზანი.
კ) აუცილებლად ვინმე მეტყვის ან იტყვიან, რომ უტოპიაა მაშინ რა არის რეალობა? უტოპია იყო როცა ამერიკელი მამები კონსტიტუციაში წერდნენ ბედნიერების უფლებას და უტოპია იყო 9 აპრილი მაგრამ სწორედ წარმოუდგენელი ქმნის წარმოსადგენს და არა რეალობა, რეალობას ვქმნით ყველა მე და არა კოლექტიური მე… შეიძლება ნაწერს ეტყობა გაბრაზება მაგრამ კიდევ ერთხელ მთავარ პოტულატს აფხაზი თუ აფხაზეთი?
კიდევ ერთი ჩანართი, ხვალე რომც იყოს დაბრუნება აფხაზური ენა ვიცით ან მათ იციან ჩვენი?
რომ დავბრუდნეთ სასამართლო რა ენაზე ქართულად და აფხაზი რუსულად უნდა გვესაუბრობს?
გვყავს ასეთი სპეციალიზაციის მოსამართლეები, ადვოკატები, პროკურორები, იურისტები, და დავბრუნდით და მერე?
ისევ ოკუპანტის ენაზე ვესაუბროთ უნდა ერთმანეთს?
და შედეგი ისევ გაუცხოება რადგანაც მთავარი ისევ განზე რჩება, მთავარზე არავინ საუბრობს…
შემდეგი ჩანართი რას გვიტოვებს წინა თაობა?
ბევრჯერ გამიგია ეს ქართველობა და ა.შ. ტრადიცია, რელიგია, იდენტიფიკაციები, მაგრამ მთავარი რა არის?
ქართველობა თუ საქართველოს მოქალაქეობა?
ი) ქართველობა არ არის მოცემულობა ის საქართველოს მოქალაქეობაა და მორჩა, სწორედ ეს ვითომ პატრიოტული ლოზუნგები გვაშორებს აფხაზეთს, რადგანაც რელიგიის მიერ შექმნილი:
ქართველებო ერთად ღვთისაკენ ადგილს არ ტოვებს აფხაზისთვის, რადგანაც პირადად მიჩხუბია, როცა მითხრეს ქართველი ნიშნავს მართმადიდებელს, ასე გვზრდის წინა თაობა?
აბა დაფიქრდით რამდენი იდენტიფიკაცია ჩაგვიბეჭდეს და ადგილი არ დატოვეს მთავარისთვის:
ქართველია ის ვინც ფლობს საქართველოს პასპორტს და წერტილი, რადგანაც სხვაგვარად რას სთავაზობ აფხაზსს? აი რას? შენნაირი გახდეს? ისევე იაზროვნოს როგორც შენ? არა უნდა შესთავაზო, რომ მისი განსაკუთრებულობის გამოა ის შენთვის მთავარი, ის და არა ტერიტორია რადგან მაშინ რა აზრი ჩვენი მიზნის?
აგენტი სმიტის იდეოლოგია ყველა ჩემნაირი იყოს არ ტოვებს გზას თავისუფლების რადგანაც ქართველი ნიშნავს საქართველოს მოქალაქეს ყოველგვარი დამატებითი იდენტიფიცირების გარეშე, აი ამაზე ვინმე საუბრობს?
არა ისევ წარმოდგენები წარმოდგენები და წაროდგენები, რომ მე განსაკუთრებული ერის შვილი ვართ და რითი?
იმითი, რომ ჯერ საკუთარი მიზანი ვერ გვიპოვია?
კ) იმითი, რომ შევქმენით წარმოდგენა, რომ ქრისტიანობა იდეოლოგიაა და ქმნადობა მოვაშორეთ?
მერე ლამაზი ოლარები ჩავიცვით და ვცხონდით აზროვნების გარეშე?
და თუ რაღაცას წავიკითხავთ ესეიგი აფხაზსს დავიბრუნებთ? მართლა ასე მუშაობს მიღმიერი?
თუ ასე მუშაობს მაშინ მას ეკარგება მიღმიერობა ამას იმიტომაც ვამბობ, რომ იდეოლოგიად ქცეული ნებისმიერი რაიმე ჩემთვის მიუღებელია რადგანაც მე იკარგება აქტიური მე, და იქ სადაც ამაზე უნდა მიდიოდეს ჭიდილი დღეს მართმადიდებელი ცხონდება თუ მუსლიმი, კოვზი ღვთიურია თუ არა, მეფე გვჭირდება თუ არა აი ამას ვერ გაცდა, რადგანაც აი ქმნადობად დაიჩოქა, რადგანაც მიზანს ერისას მოწყდა და ვერ ქმნის ახალს, ნაკლებად მაინტერესებს სხვისი მდგომარეობა უბრალოდ მედროშე აზროვნების სატახტოთა თამაშებს ქმნის…
ლ) ისევ მთავარი კითხვა აფხაზი თუ აფხაზეთი?
ჩემთვის პირადად ძნელი იყო გადააზრება რადგან ჩემთვის არავის უთქვამს პასუხი, უბრალოდ პასუხი იქ მოდის სადაც ხვდები, რომ კითხვები უნდა დასვა, კითხვები ავტორიტეტების წინააღმდეგაც კი, მათ შორის თაობის, მამის, პატრიარქის, მშობლის დის ძმის და ყველას მიმართ რათა იპოვო შენი პასუხი:
ჩემი პასუხია კი აფხაზი რადგანაც აფხაზის გარეშე ღირებულება არ აქვს აფხაზეთს, არ მიპატიებია და ვგონებ ვერც მოვახერხო და მითუმეტეს ბოდიში მოვიხადო, მაგრამ გადააზრება მოხდა, თქვენც ან ნებისმიერს ამას ვუსურვებ, რადგანაც შეუძლებელია ერთმა მერცხალმა (არ ვარ მერცხალი ნაკლებად მგონია რაიმე განსაკუთრებულს ვწერდე) მოიყვანოს გაზახფხული, მაგრამ პირველი ნიშანია, რომ გაზაფხული აუცილებლად მოვა და ის მოვიდა ის თითოეული საქართველოს მოქალაქის თავშია, რადგანაც მომავალ წელს სოხუმში ნიშნავს აფხაზი და არა აფხაზეთი….
მ)სოხუმი, რადგანაც სოხუმი ჩვენი იერუსალიმი ნიშნავს არა ტკივილს არამედ მიზანს ერისას რადგანაც აფხაზი უპირველესად ყოვლისა ჩემთვის ნიშნავს:
ვიცი მამა რატომაც იბრძოდი (ოდესმე ალბათ პირადად მოგვიწევს ამ თემაზე საუბარი, გაბრაზდება მაგრამ მიხვდება, რადგანაც როგორც მას აქა ვდგევარ და სხვაგავარად არ ძალმძიმს მიმიხვდება)…
სოხუმი კი, კი ჩვენი იერუსალიმი და კი თაობის გადააზრების მთავარი საყრდენი.. “
კომენტარები