სისხლიანი ანგარიშსწორება მარნეულში – აქტუალ. ჯის ინფორმაციით, მარნეულში, კაცმა, რომლის გადაყვანასაც ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ცდილობდნენ, 3 ადამიანი დაჭრა.
როგორც მედია წერს, სამივე მათგანი მისი ნათესავია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები, რომლებიც მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაში იყვნენ გადაყვანილები, სავაადმყოფოდან გაწერეს.
დანაშაულში მხილებული კაცი დაკავებულია.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.











კომენტარები