• რეკლამა
  • კონტაქტი
01:06, კვირა, 12 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მარნეულის ეპისკოპოსის თქმით, “მოქმედი მთავრობის წევრი” მის მოწამვლას გეგმავდა

ალია ავტორი - ალია
15:36 06-08-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,847

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ამბობს, რომ “დღევანდელი მოქმედი მთავრობის წევრი” “დავერბოვკებული” მონაზვნის ხელით მის მოწამვლას გეგმავდა. ამის შესახებ მან წირვის დასრულების შემდეგ ქადაგების დროს ისაუბრა.

მისი თქმით, პიროვნება, რომელზეც საუბრობს, უშიშროების უწყების წარმომადგენელია.

“მე ვფიქრობ, რომ რადგან ისე თუ ასე რაღაცები გახმაურდა თქვენს [მრევლს] შორის და სამწყსოში, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ამაზე, პერსონიფიცირებისაგან მე თავს მოვარიდებ. ძალიან სამწუხაროა, რომ პიროვნებები, რომელნიც ჩემთან ერთად ლუკმას იტეხდნენ, ჭამდნენ და სვამდნენ, ძმად და მეგობრად მიმაჩნდა… ამზადებდა ჩემს მკვლელობას, ჩემს ლიკვიდაციას, ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ…

ეს კაცი არის მაღალჩინოსანი და კონკრეტულად, უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, პრივატული საუბრები და ეს პიროვნება ჰყავდათ ე.წ. არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ, უფრო გასაგებად ალბათ ბევრისთვის – დავერბოვკებული, არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი რა გაუკეთეს, თუმცა კი მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამ ყველაფრისგან…

1 წლის განმავლობაში აშანტაჟებდნენ და ეუბნებოდნენ მას, ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. აი, ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, თავისი დაცვასთან ერთად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, იმიტომ რომ მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერი მოსალოდნელია, ყველანაირი პროვოკაცია და მე ვფიქრობ, რომ მის უკან დგანან ძალები.

ეს პიროვნება არის მთავრობის წევრი, დღევანდელი მოქმედი წევრია მთავრობის. თუ ხელისუფლება, მთავრობა მას არ გაემიჯნება, მაშინ კიდევ ბევრი რაღაც გახდება ჩემთვის ცხადი”, – ამბობს ის.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი
ბიზნესი

ივნისის განახლებები თიბისის მობაილბანკში – გამოსცადე ახალი შესაძლებლობები და მიიღე ფულადი პრიზების მოგების შანსი

18:05 07-11-2026
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
ახალი ამბები

ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე – „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს

13:36 07-10-2026
სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

სრული სვლით საგანძურისკენ – 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში

12:42 07-10-2026
ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი
ახალი ამბები

ლიტერატურული პრემია “საბას” 2026 წლის ფინალისტები ცნობილია – თიბისი

14:27 07-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved