„ჩვენ ახლა 600 სამხედრო გვყავს სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით ვისაც სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ გვყავს მოქალაქეები, ვინც დაიჭრნენ და ასევე სჭირდებათ დახმარება. ასობით მოქალაქე და ათობით ბავშვი უსაფრთხო ადგილს ჩვენთან ერთად აზოვსტალის მეტალურგიის ქარხანაში ეძებს. ყველაზე უმცროსი 4 თვისაა.
მე მივმართავ თურქ ხალხს და პრეზიდენტს, რომ დააყენონ ექსტრაქციის პროცედურის ინიციატივა და გააკეთოს ყველაფერი მარიუპოლის გარნიზონის თურქეთში გადასაყვანად, რათა აზოვსტალიდან გამოგვიყვანოთ თურქეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებით. ჩვენ თქვენი დახმარების დიდი იმედი გვაქვს“ – განაცხადა ვოლიანსკიმ.
რამდენიმე დღის წინ ოკუპანტებმა გაანადგურეს საველე საავადმყოფო რის შედეგადაც ექიმებს ახლა სამხედროებისა და მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა აღარ შეუძლიათ.
ექსტრაქცია გულისხმობს სამხედროებისა და მოქალაქეების გადაყვანას საომარი ზონიდან უსაფრთხო ადგილზე, მაშინ როცა ადამიანების სიცოცხლე საფრთხეშია.
კომენტარები