• რეკლამა
  • კონტაქტი
08:18, ორშაბათი, 26 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მარიამი 14 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს მასზე ბევრად უფროს მამაკაცზე” – PHR

ალია ავტორი - ალია
02:04 12-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
207

გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა (CRPD), Validity Foundation-ისა და PHR-ის მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობას სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა – ბავშვთა ქორწინების მსხვერპლი ქალისა და მისი შვილის უფლებების დასაცავად.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ CRPD-ი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს – შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები, პატივი სცენ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებებს და დაიცვან შშმ ქალთა სიცოცხლე და მათი უფლებები

 

დღეს გიამბობთ მარიამზე, ახალგაზრდა გოგონას ბრძოლაზე საკუთარი უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისა და შვილისთვის.

მარიამი (სახელი შეცვლილია) ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ახალგაზრდა ქალია საქართველოდან, რომელმაც ცხოვრებაში ისეთი ძალადობა გადაიტანა, არავინ რომ უნდა გამოსცადოს. მარიამი 14 წლის ასაკში იძულებით დააქორწინეს მასზე ბევრად უფროს მამაკაცზე, რასაც მის მიმართ სექსუალური და ფიზიკური ძალადობა, მისი სრული იზოლაცია, ფუნდამენტური უფლებების დარღვევა, განათლებისა და სოციუმისგან ჩამოშორება მოჰყვა. როცა მარიამმა ლაპარაკი გაბედა, მხარდაჭერის მიღების ნაცვლად, ის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს.

ბავშვთა ქორწინების მსხვერპლმა მარიამმა, სიჩუმესა და იზოლაციაში ყოფნისას, გოგონა გააჩინა. დღეს მას შვილთან ერთად ცხოვრების საშუალება არ აქვს და მხოლოდ ხანდახან ხედავს ბავშვს. თავად მარიამი სპეციალურ დაწესებულებაში ცხოვრობდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან ერთად. ერთ დღეს აღნიშნულ დაწესებულებაში შშმ პირთა მოსანახულებლად იურისტები მივიდნენ, რა დროსაც მათთან მარიამი მივიდა, საკუთარი ისტორია უამბო და დახმარება სთხოვა. რის შემდეგაც, დაწესებულებამ მას იურისტებთან კონტაქტი შეუზღუდა.

შიდა სამართლებრივი გზების ამოწურვის შემდეგ, Validity Foundation-მა PHR-თან ერთად მიმართა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტს (CRPD). ორგანიზაციებმა გაეროს მიმართეს დროებითი ზომების მოთხოვნის მიზნით, იმისთვის, რომ დაცული ყოფილიყო მარიამის სიცოცხლე, ღირსება და მართლმსაჯულებაზე წვდომის უფლება. 2025 წლის 13 ნოემბერს, გაეროს აღნიშნულმა კომიტეტმა (CRPD) საქართველოს მთავრობას მიმართა – დაეცვათ მარიამი დამატებითი ძალადობისგან, არ გადაეგზავნათ ის უკან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და გადაედგათ საჭირო ნაბიჯები მარიამისა და მისი შვილის გასაერთიანებლად.

თუმცა, აღნიშნული ზომების განხორციელების მაგივრად, სახელმწიფომ მარიამი სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანა, ამჯერად მისი ადვოკატების ინფორმირების გარეშე. ფსიქიატრიულში გადაყვანამდე მარიამი არაერთხელ გახდა ფიზიკური ძალადობისა და ჩაგვრის მსხვერპლი იმ საერთო საცხოვრისში ,სადაც ის შშმ პირებთან ერთად ცხოვრობდა.

Validity Foundation-ისა და PHR-ის მიმართვის საფუძველზე, გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტმა (CRPD) საქართველოს მთავრობას სასწრაფო მოქმედებისკენ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას – შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები, პატივი სცენ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კომიტეტის გადაწყვეტილებებს და დაიცვან შშმ ქალთა სიცოცხლე და მათი უფლებები. დრო აღარ ითმენს. სასწრაფო ზომების მიღებაზეა დამოკიდებული მარიამის უსაფრთოება, თავისუფლება და შანსი საკუთარ შვილთან ერთად იცხოვროს.

საზოგადოებას შევატყობინებთ თუ როგორ განვითარდება მარიამის საქმე და შეგატყობინებთ ყველა სიახლეს, როგორც კი ამის საშუალება იქნება.

 

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!
ახალი ამბები

არქი მსოფლიო რეკორდების სიმაღლეზეა – Archi Grand Avenue-ში მხოლოდ 5 საათში 1202 ბინა გაიყიდა!

21:36 10-24-2026
თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი AgileXchange Georgia 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:06 10-23-2026
ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია
ახალი ამბები

ტექ ჯილდო ლოს-ანჯელესიდან – თიბისი Kong Innovator Awards 2026-ის გამარჯვებულია

13:48 10-23-2026
სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს და დიდი მოცულობის პაკეტებს სპეციალურ ფასად თავაზობს მომხმარებლებს

13:10 10-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved