• რეკლამა
  • კონტაქტი
14:29, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში ბოლოჯერ იმყოფება. შეუძლია სამახსოვროდ გადაიღოს ბევრი ფოტო – მანჯგალაძე

ალია ავტორი - ალია
12:21 09-23-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
562

როცა სტრატეგიულ პარტნიორს ყოველდღე ათასგვარ შავრაზმულ შეთქმულებას აბრალებ, ეს ნიშნავს, რომ თავად ხარ შავრაზმელი – თუ რაიმე ღია ჩარევა, ანტიქართული და ანტიდემოკრატიულია, ეს ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც კონსტიტუციის მიღმა ძალაუფლება მიიტაცა, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებს.

„ის [ბიძინა ივანიშვილი] ქართველი ხალხისა და ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ზიანის მიყენებას ცდილობს, ეს კი ქვეყნის იზოლაციასა და სიღარიბეში დატოვებაში გამოიხატება.

თუ ამერიკული ფონდები გავლენ საქართველოდან, რომლებმაც 10 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს, საქართველო სიღარიბეში დარჩება. საქართველოში 14%-ით მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი გამდიდრდა და მისმა მოგებამ 900 მილიონი შეადგინა“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძე, ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აშშ-ში ვიზიტსაც გამეხმაურა და განაცხადა, რომ ის როგორც მთავრობის წარმომადგენელი, აშშ-ში ვეღარ ჩავა.

“მაქვს მოლოდინი, რომ კობახიძე აშშ-ში იმყოფება ბოლოჯერ, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი და შეუძლია გადაიღოს ბევრი ფოტო სამახსოვროდ, იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში, აშშ-ში მეორედ ვეღარ ჩავა. აშშ-ს, ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს და მეგობრებს, სრულად აქვთ ნდობა დაკარგული “ქართული ოცნების” მიმართ და ამას ჩვენ ყოველდღე ვხედავთ ჩვენი პარტნიორების განცხადებებში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველო დავაბრუნოთ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი უარს ეტყვის “ქართული ოცნების” რეჟიმს, რომელიც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს,” – განაცხადა მანჯგალაძემ.

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პაატა მაჯგალაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის საქართველოში ვიზიტსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამგვარი ვიზიტები მნიშვნელოვანია, თუმცა მიიჩნევს, რომ ქართველი ხალხის გასაკეთებელს, ვერავინ ვერ გააკეთებს.

„ჩვენი პარტნიორების გვერდში დგომა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს ჩვენი პარტნიორები ვერ გააკეთებენ, ამიტომ 26 ოქტომბერს ბევრნი უნდა მივიდეთ არჩევნებზე“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved