ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ 2 ევროპელი ელჩი საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობაში ერეოდა, თუმცა, არ აკონკრეტებს, რომელ ელჩებზეა საუბარი.
მაქვს ინფორმაცია კონკრეტულ 2 ევროპელ ელჩზე, რომელიც სხვადასხვა დროს იყო მისული საკონსტიტუციო სასამართლოში და მოითხოვა კონკრეტულ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით ანგარიში, რაც არის აკრძალული ყველა ქვეყანაში, ეს არის სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევა და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა. ასევე თქვენ ისმენდით საჯარო განცხადებებსაც მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით, ეს არის, რა თქმა უნდა, სამართლებრივი პრინციპების უხეში დარღვევა. მე ყველას მოვუწოდებ, პატივი სცენ სამართლის უზენაესობას საქართველოში. ბოლო პერიოდში პარტიების აკრძალვის საქმესთან დაკავშირებითაც მოითხოვეს ინფორმაცია, თუმცა, მანამდე იყო სხვა საქმეებთან დაკავშირებით ანალოგიური პროცესები, რაც არასწორია, – განაცხადა კობახიძემ.











კომენტარები