• რეკლამა
  • კონტაქტი
06:03, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გავუზრდით ბიუჯეტს, რომ ყველა შენობას, ყველა ქუჩას ჩავუტაროთ რეაბილიტაცია, მეტი სკოლა და საბავშვო ბაღი ავაშენოთ და მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
21:17 08-13-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რომელიც არის გარანტი ყველა სიკეთის, ყველა იმ კეთილდღეობის, რომელიც მშვიდობამ და სტაბილურობამ უნდა მოიტანოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ახმეტის მერობის კანდიდატის, ალექსი ფიცხელაურის წარდგენაზე განაცხადა.

როგოც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა,  მანამ სანამ თითოეული ოჯახი წელში არ გასწორდება, ხელისუფლება ერთობლივი ძალისხმევით უნდა დაეხმაროს მოქალაქეებს.

 „ახლა რაც შეეხება ახმეტას და მოახლოებულ არჩევნებს – ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნება ქვეყანაში, რომელიც არის გარანტი ყველა სიკეთის, ყველა იმ კეთილდღეობის, რომელიც მშვიდობამ და სტაბილურობამ უნდა მოიტანოს. ჩვენ ყველაფერი გამოვცადეთ ამ ბოლო წლების განმავლობაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიამ, აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა, ბევრი შეცდომებიც დავუშვით, ბევრი გამოუსწორებელი, ფატალური შეცდომებიც, რის შედეგადაც დავკარგეთ ტერიტორიებიც. იყო შიდა ომიც, სამოქალაქო დაპირისპირებაც. ეს ყველაფერი წასულს ჩავაბარეთ. აღარასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ მსგავსი რამ. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ჩვენი მთავარი ოპონენტი, მტერი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების სიღარიბე და სიდუხჭირე. მანამ სანამ თითოეული ოჯახი წელში არ გასწორდება, უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, ყველამ ერთად, ერთობლივი ძალისხმევით, რომ დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს.

თვითმმართველობის არჩევნებს რაც შეეხება –  ჩვენ მერებს ვარჩევთ განსაკუთრებული ყურადღებით. მერი და ყველა ხელისუფალი უნდა ემსახურებოდეს ხალხს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხალის არჩეულები, ხალხის დანიშნულები და მსახურები, გარკვეული ვადით. შესაბამისად, მერისადმი ჩვენი დავალება იქნება მაქსიმალური ყურადღება. მერი უნდა შევიდეს თითოეულ ოჯახში, თითოეულ სოფელში. ადგილზე უნდა გადაუწყვიტოს თითოეული პრობლემა, რომელიც ამა თუ იმ ოჯახს შეილება ჰქონდეს. ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ადგილობრივ ხელისუფლებას, გავუზრდით ბიუჯეტს, წამოვა დამატებითი ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი პროგრამა დავაფინანსოთ. ყველა შენობას, ყველა ქუჩას უნდა ჩავუტაროთ რეაბილიტაცია, მეტი სკოლა და საბავშვო ბაღები ავაშენოთ დაა მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, – განახადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

თეგები: ირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved