• რეკლამა
  • კონტაქტი
13:36, სამშაბათი, 3 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მაპატიე, ქალბატონო ფერიდე!” – რა ბედი ელის ქვეყნის ეროვნულ ბიბლიოთეკას?

ალია ავტორი - ალია
01:12 02-08-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,021

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან თაქთაქიშვილი, რომელიც არაერთი დღეა წერს, რომ დიდი შეცდომაა ეროვნული ბიბლიოთეკა აღარ იყოს საპარლამენტო, მიღებულ გადაწყვეტილებას აპროტესტებს და სოციალურ ქსელში, წერს:

ჩემო ძვირფასო ქალბატონო ფერიდე!
დღემდე ღირსეულად ვუყურებდი შენს ფოტოს! დღემდე ყოველივე მიღწევას შენ გიძღვნიდი, ბიბლიოთეკაში ხომ შენ მომიყვანე, შენ გამათამამე, შენ მასწავლე, რომ მთავარია, არ დააკლო საქმეს არაფერი და ყველაფერში გაიმარჯვებო!
ვერაფერი ვერ ვქენი, ჩვენი ბიბლიოთეკა აღარ არის საპარლამენტო. დღეს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი!
დღეიდან ჩვენ გვეწოდება საქართველოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა და არის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში.
ისე დაარქვეს და ისე გადაარქვეს სახელი, რომ 29 წლის განმავლობაში შეცდომა არ გაუსწორებიათ- ნაცვლად საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა, უნდა რქმეოდა საქართველოს საპარლამენტო ეროვნული ბიბლიოთეკა. ახლა კი საერთოდ მოეხსნა ეს სიტყვა!
მაპატიე, ქალბატონო ფერიდე! ბატონ მერაბ ვეკუასაც გადაეცი ბოდიში! მის გარდაცვალების დღეს წლისთავზე მოხდა ეს! ალბათ ესეც სიმბოლურია!

რამდენიმე დღის წინ, როცა ცნობილი გახდა ახალ კანონპროექტზე, მანამ, სანამ ასეთი ელვისებური სიჩქარით დამტკიცდებოდა, ლევან თაქთაქიშვილი, წერდა:

მოკლედ გეტყვით!
მზადაა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გადის პარლამენტის დაქვემდებარებიდან და გადადის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში. ამის შესახებ დღეს გადმომეცა პროექტი.
ჩემი აზრით, ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, რომელიც აუქმებს ქვეყნის საპარლამენტო ბიბლიოთეკას, პარლამენტი უარს ამბობს მისთვის მინიჭებულ უმნიშვნელოვანეს პასუხისმგებლობაზე.
ასევე, ეს არის ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის სტატუსის შეცვლა, კულტურის სამინისტროსთან დაქვემდებარებით ის ინარჩუნებს მხოლოდ ეროვნული დეპოზიტარიუმის ფუნქციას, მაგრამ ის აღარ იქნება ის, რაც არის დღეს!
საქართველომ დღიდან დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან პარლამენტს დააკისრა ქვეყნის მთავარი წიგნთსაცავის მზრუნველობა.

დიახ, 1918 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი პარლამენტის ბიბლიოთეკის შექმნისა. მან, სწორედ ექვთიმე თაყაიშვილმა დააყენა საკითხი ამ ბიბლიოთეკის ფონდების შეძენისათვის 500 000 მანეთის გამოყოფა. შეიძინეს დიმიტრი ერმაკოვის ფონდი, ვაიდენბაუმის კოლექცია, სავალდებულო ეგზემპლარის კანონიც მიაღებინა. ეს გააკეთა ცხონებულმა ექვთიმე თაყაიშვილმა.

რას მოიფიქრებდა, რომ 2025 წელს დამოუკიდებელი საქართველო გააუქმებდა პარლამენტის ბიბლიოთეკას!

ჯერ კიდევ არ მიღებულა ეს მცდარი გადაწყვეტილება. მივმართავ პარლამენტარებს, ნუ შეცვლიან იმ გზას, რაც ექვთიმე თაყაიშვილმა შექმნა! ნუ ვიტყვით უარს საპარლამენტო ბიბლიოთეკაზე. ეროვნულ ბიბლიოთეკას ნუ დაუკარგავთ საპარლამენტო ბიბლიოთეკის ფუნქციას. ეს გადაწყვეტილება არ მომხდარა პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექციასთან შეთანხმებით. 1918 წლიდან არსებული ბიბლიოთეკის პირველი თეგი ჩვენი ბიბლიოთეკის ფონდებში დაცულ წიგნებს აქვს დარტყმული. აი, ექვთიმეს დამზადებული ბეჭედიც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამა გრძელდება

15:31 02-02-2026
ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved