ბლოგერი, გურამ შეროზია:
მანქანის შუშა გამიტეხეს, ველქამ თუ 90-იანები.
ირაოში მყავს დაზღვეული, გავუგზავნე ფოტოები, რეაგირება წამიერი, მირიცხავენ თანხას და ნომერიც კი მომცეს, სად უნდა შევაკეთო. ძალიან კმაყოფილი ვარ.მოიპარეს სავარჯიშო ტყავის ჩანთა, პატარა, შიგნით იდო თითქმის დაცლილი ივ როშეს შამპუ, ოფლიანი ნაცრისფერი შორტი, მაისური, გასარეცხი წინდები და ტრუსი, ეთქვათ ჩემით მივცემდი მაგ ჩემისებს.
პატრულიც დროულად მოვიდა. კამერა იყო თავზე მანქანის, დიდი იმედი მაქვს იპოვიან და დაიჭერენ, ზარალი არ მაქვს დიდი, მაგრამ უსაფრთხო და მშვიდ ქვეყანაში მინდა ცხოვრება, ამიტომ ბოლომდე მივყვები და გაცნობებთ, რა და როგორ განვითარდება!














კომენტარები